მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძე: ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გამოსაჩენად „ლიფსიტებს დასდევს“

რომან გოცირიძე: ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გამოსაჩენად „ლიფსიტებს დასდევს“

Published on

მხოლოდ და მხოლოდ საჩვენებლად იჭერენ წვრილფეხობას, მოქმედებენ პრინციპით „ძაღლი ძაღლის ტყავს არ დაგლეჯს“, ამიტომ კატის ტყავსაც კი არ გლეჯენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის საკითხზე კომენტირებისას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
 
როგორც გოცირიძე ამბობს, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გამოსაჩენად „ლიფსიტებს დასდევს“, თუმცა, გამორიცხულია მაღალი თანამდებობის პირებს რაიმე ფორმით შეეხონ.
 
„ხელისუფლების თითოული ნაბიჯი ემსახურება მათი ძალაუფლების შენარჩუნებას. ხალხმა კარგად დაინახა, რომ შიშმა გადაადგმევინა მათ ეს ნაბიჯები და არა გულწრფელმა მოქმედებამ. ვერავინ დარწმუნდება იმაში, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონროპროექტი შეგნებულად გაიტანეს და გულწრფელად ინანიებენ იმ სიხარბეს, რა სიხარბითაც იქნა ეს კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებული. თვალანთებულმა ივანიშვილმა რომ თქვა – თქვენ წარმოგიდგენიათ 500%-იანი მოგება რას ნიშნავსო? როგორც ჩანს, დღე და ღამე ესიზმრებოდა ეს 500%-იანი მოგება. მაგრამ ძალაუფლების დაკარგვის შიშს დიდი თვალები აქვსო, როგორც იტყვიან და ამიტომ დროებით გადადეს ეს კანონი გვერდით. ასევე, სოციალურ პაკეტში 80 მილიონის დამატება. რასაც ახლა გვთავაზობენ ბიუჯეტში დამატების სახით, ზუსტად ამას ვითხოვდით საპარალმენტო განხილვების დროს, კომიტეტებში, ფრაქციების სხდომებზე, განსაკუთრებით მკაცრად ვითხოვდით პირველი და მეორე კატეგორიის შშმ პირებისთვის მოემატებინათ პენსია, რომელიც 6 წელია არ მომატებულა, 20 ლარით მომატებაც კი არ უნდოდათ. სულ 20 მილიონი ლარი იყო საჭირო და ახლა საიდანღაც გამოჩნდა ეს ფული.
 
რაც შეეხება ფარცხალაძეს, ეს ძალიან ცინიკური დაცინვაა საზოგადოების. მას ბრალს წაუყენებენ და ამას გააფორმებენ როგორც მამაკაცურ ინცინდენტს, ჩხუბს და მას 5-ათასი ლარით დააჯარიმებენ. საწყალი ფარცხალაძე უფულო კაცია და ამ 5 ათას ლარსაც „ოცნების“ აქტივი შეუგროვებს ან დეპუტატები დადებენ და გადაიხდიან ჯარიმას. ფარცხალაძეს თითსაც კი ვერავინ დააკარებს, რადგან ის არის ამ კორუმპირებული სისტემის ორგანული ნაწილი, როგორც იტყვიან, მისი ღვიძლი შვილი. თითს დააკარებს კი არა, იქეთ ჩაიყოლებს ბევრს სამარეში. როდესაც არსებობს კლანური დანაშაულის სისტემა, იქ შეუძლებელია ერთის, თუნდაც „ბოსის“ გაწირვა, რადგან ის ჩაიყოლებს საფლავში. სად არის ხელისუფლების კორუმპირებული საქმეები, რომელი მინისტრი დაისაჯა?! ატეხეს ხმაური, დაყავდათ პოლიტიკურად არასასურველი მინისტრები პროკურატურაში და ამით დამთავრდა. ვერც ერთი მაღალი თანამდებობის პირი ამ ხელისუფლების პირობებში ვერ დაისჯება, ვინაიდან მათ ერთმანეთზე იციან ძალიან ბევრი რამ და მოქმედებენ „ხელი ხელს ბანს“ პრინციპით. მხოლოდ და მხოლოდ საჩვენებლად იჭერენ ძალიან წვრილფეხობას. მოქმედებენ პრინციპით „ძაღლი ძაღლის ტყავს არ დაგლეჯს“ და ამიტომ „კატის ტყავსაც კი არ გლეჯენ“, საშუალო დონის კორუმპირებულები რომ დაიჭირონ. ლიფსიტებს დასდევენ წინასაარჩევნოდ გამოსაჩენად. გამორიცხულია მაღალი თანამდებობის პირებზე რაიმე ფორმით შეხება. ამ არჩევნების მოგების ერთადერთი გზა ტოტალური გაყალბებაა, რასაც ხელისუფლებას არავინ შეარჩენს. ვურჩევ, ამას ნუ გაბედავენ!“ – განაცხადა გოცირიძემ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...