მთავარისიახლეებიპოლიტიკა"კარგი ანალიზი გვაქვს გაკეთებული რატომ მოხდა ეს ყველაფერი" - კახა კალაძე

“კარგი ანალიზი გვაქვს გაკეთებული რატომ მოხდა ეს ყველაფერი” – კახა კალაძე

Published on

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართვას, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე ეხმაურება. კალაძის თქმით, მმართველმა გუნდმა სწორი შეფასება და ანალიზი გააკეთა, შესაბამისად „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაზუსტებით იციან, რატომ ვერ გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა პირველსავე ტურში. კალაძის განცხადებით, სწორი ანალიზის შემდეგ მმართველი გუნდი შეძლებს საზოგადოება დაარწმუნოს, რომე მეორე ტურში მხარი მათ მხარდაჭერილ კანდიდატს დაუჭიროს.
 
კალაძის თქმით, "რუსთავი2"-ს შეცდომაში შეჰყავს ამომრჩეველი, როცა აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველ ტურში დამარცხდა:
 
„ხშირად თქვენ შეცდომაში შეგყავთ მოსახლეობა მიზანმიმართულადაც, ხომ ვიცით ეს ყველაფერი. პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა მოიგო, ხომ მეთანხმებით ამაში?-მეთანხმებით. ცოტა, მაგრამ მაინც მოიგო. მეორე ტურში დარწმუნებული ვარ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. რაც შეეხება ზოგადად საზოგადოების განწყობას მე ამაზე ვისაუბრე არჩევნების მეორე დღესვე, რომ ეს იყო პასუხი საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მიმართ, გარკვეული გზავნილი, ჩვენ ვისაუბრეთ რომ არის გარკვეული თემები, რომელიც გარკვეულ მღელვარებას გამოხატავს საზოგადოებაში, არსი გარკვეული პრობლემებიო რომელსაც სჭირდება მოგვარება, ჩვენ ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გააზრებული, კარგი ანალიზი გვაქვს გაკეთებული რატომ მოხდა ეს ყველაფერი.“- განაცხადა კახა კალაძემ

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...