,,ესენი თავისი მილიარდებით, სასახლეებით, ბინებით მარცხდებიან ამ ერთი უბინაო კაცის მიერ გაკეთებულ საქმეებთან და რაც მთავარია,ხალხის ერთობასთან” – აკაკი ასათიანი

0
616
,,ესენი თავისი მილიარდებით,სასახლეებით, ბინებით მარცხდებიან ამ ერთი უბინაო კაცის მიერ გაკეთებულ საქმეებთან და რაც მთავარია,ხალხის ერთობასთან'' – განაცხადა პოლიტიკოსმა აკაკი ასათიანმა  გუშინ ,, კავკასიის'' ეთერში.
 
მიხეილ სააკაშვილმა რომ კარგად იცის, როგორ უნდა  ამოუკვეთო ფეხი პოლიტიკიდან ოლიგარქებს, რომელნიც გარედან გათეთრებული,  მაგრამ მაინც ჭუჭყიანი ფულით ცდილობენ  საცეცებში მოაქციონ  კარგად განვითარებული დემოკრატიის  ქვეყნებიც კი,   აღიარებულია   მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სადაც  მას უწოდებენ  ოლიგარქებთან ბრძოლის ფორპოსტზე მდგარ  რეგიონულ ლიდერს., რასაც იგი დღეს დამატებით, ყველას თვალწინ ამტკიცებს  კრახით, რომლისკენაც   ბიძინა ივანიშვილი მიექანება და ეს გამოცდილება  შეიძლება მსოფლიოსთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს,  ვიდრე მისივე რეფორმატორული პოლიტიკა, თუმცა ოლიგარქისთვის  პოლიტიკაში საცეცების დაჭრაც ამ რეფორმების ნაწილია 
 
 
 
 ამ კონტექსტში საინტერესოა შვეიცარული ბანკი UBS – ის  მიერ გავრცელებულინ ინფორმაცია იმის შესახებ,  თუ რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე მსოფლიოს უმსხვილესი მილიარდერების კაპიტალის მდგომარეობის თვალსაზრისით. ინფორმაციას  ბიზნესპრესნიუსი კონკრეტულადბიძინა ივანიშვილის ფინანსური მდგომარეობის მონაცემებით ავსებს. 
 
2017 წელს მსოფლიოში მილიარდერებმა იმაზე მეტი ქონება დააგროვეს, ვიდრე არასდროს. – შარშან  მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ქონების 8,9 ტრილიონ დოლარამდე გაზრდა მოახერხეს.  ნათქვამია ბანკის ანგარიშში 
 
ამ დროისთვის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ერთობლივი ქონება კიდევ უფრო მეტია, ვიდრე მეოცე საუკუნის განმავლობაში, როცა მსოფლიო სიმდიდრის უმეტეს ნაწილს ისეთი ოჯახები აკონტროლებდნენ, როგორებიცაა როტშილდები და როკფელერები. ანგარიშის მიხედვით, თითქმის 100 წლის განმავლობაში აშშ-სა და ევროპაში გაჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სერიოზულ გავლენას ახდენდნენ ბიზნესზე, საბანკო სფეროზე, პოლიტიკასა და ხელოვნებაზე.
 
ანგარიშში წერია, რომ მარტო გასულ წელს მსოფლიოს 2 158-მა მილიარდერმა საკუთარი ქონება 1,4 ტრილიონი დოლარით გაზარდა. ეს ავსტრალიისა და ესპანეთის მშპ-ზე მეტია. ამას კი ხელი შეუწყო საფონდო ბირჟებზე აქციებზე ფასების ზრდამ, რომელიც კაპიტალის მაღალი ზრდის საშუალებას იძლევა. გასულ წელს მსოფლიოში ახლადგაჩენილი 179 მილიარდერიდან 40 მილიარდერი მემკვიდრეობით მიღებული ქონების შედეგად გახდა.
 
 
ექსპერტების ვარაუდით მომდევნო 2 წლის განმავლობაში მილიარდერების ქონება დამატებით 3,4 ტრილიონი დოლარით გაიზრდება.
 
ანგარიშის ავტორები წერენ, რომ ამჟამად სიმდიდრის ტრანსფორმაციის პროცესი მიმდინარეობს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მილიარდერი მემკვიდრეებისთვის გადაცემული ქონება წლიურად 17%-ით იზრდებოდა და 2017 წელს 117 მილიარდს მაიღწია. მხოლოდ გასულ წელს 44-მა მემკვიდრემ მიიღო მილიარდზე მეტი ქონება.
 
დღეისთვის მსოფლიოში 70 წელს გადაცილებული 701 მილიარდერია, რომელთა ქონება მომდევნო 20 წლის განმავლობაში მემკვიდრეებზე გადავა ან ქველმოქმედებას მოხმარდება.
 
30 ყველაზე მდიდარი 70 წელს გადაცილებული ადამიანის ქონება კი 1 ტრილიონ დოლარს აღემატება.
 
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორ შეიცვალა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, 2017 წელს ბიძინა ივანიშვილის ქონება, სხვა მილიარდერების ქონების ანალოგიურად, გაიზარდა. 2017 წლის დასაწყისში ყოფილი პრემიერი 5,45 მლრდ დოლარის ქონებას ფლობდა, წლის ბოლოს კი მისი ქონება 6,4%-ით, 5,80 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. 
 
რაც შეეხება 2018 წელს მიხედვით, იანვრიდან დღემდე ბიძინა ივანიშვილის ქონება 130 მლნ დოლარით, 5,80 მლრდ დოლარიდან 5,67 მლრდ დოლარამდე შემცირდა. 
 
ასე რომ ივანიშვილს შესაძლოა მისთვის არცთუ დიდი კლების ტენდენცია აქვს  ფინანსებში, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ იგი ძალაუფლებას კარგავს. 
წინა სტატიათბილისში გვიან ღამით ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა
შემდეგი სტატიანიკო ფიროსმანის ნახატი „ქართველი ქალი ლეჩაქით” „სოთბის“ აუქციონზე გაიყიდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური