”კურიერის” ინფორმაციით, სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურს სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის დაკავების გადაწყვეტილება აქვს მიღებული. გავრცელებული ცნობით, ლევან შონიას წინააღმდეგ ჩვენების მოპოვებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზუგდიდის ყოფილი მერისგან ცდილობს. ლაშა გოგიასა და გია გულორდავას ხმაურიანი დაკავების შემდეგ საგამოძიებო უწყება კორუფციულ გარიგებასთან ყოფილი გუბერნატორის კავშირებითაც დაინტერესდა. ლევან შონიას დაკავების მიზეზი შესაძლოა ”კურიერის” მიერ გასაჯაროებული აუდიოჩანაწერი გახდეს. ირკვევა, რომ ქრთამს ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია არა მხოლოდ ზუგდიდის მერს და მის მოადგილეს, არამედ მაშინდელ გუბერნატორს ლევან შონიასაც აძლევდა. თანამდებობიდან გადაყენებული ყოფილი გუბერნატორი ადასტურებს, რომ სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. შონია გამოძიებას ენდობა და დაკავებას არ ელოდება. ”კურიერის” ინფორმაციით, ყოფილი გუბერნატორი მმართველ გუნდზე გაბრაზებულია და მან არც წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. ყოფილი გუბერნატორის დაკავებას არ გამორიცხავს კახა მიქაია, რომელმაც სკანდალური ჩანაწერი რამდენიმე თვის წინ გაასაჯაროა.”ქართული ოცნების” ყოფილი აქტიური მხარდამჭერი დარწმუნებულია, რომ სამეგრელოში არჩვენების წაგებას ბიძინა ივანიშვილი ყოფილ მაღალჩინოსნებს არ აპატიებს და მათი სამაგალითოდ დასჯის დავალება საგამოძიებო უწყებას უკვე მიღებული აქვს. ყოფილი გუბერნატორის მიმართ საგამოძიებო უწყებას კითხვები ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოში კონტრაბანდული საქონლის შემოტანის საქმეზეც აქვს. „ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ რეგიონში კონტრაბანდის შემოტანას სწორედ ლევან შონია მფარველობდა. ლევან შონიას ახლო გარემოცვის წევრები – ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე უკვე 24 საათზე მეტია წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. გამოძიება მათ დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. საქმის მასალების მიხედვით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ კონკრეტული ობიექტების აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას 21 ათას 5000 დოლარი გამოართვეს და თანხა მიითვისეს. ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებული მაღალჩინოსნები ბრალს არ ეთანხმებიან და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერისგან განსხვავებით, რომელიც დაკავებულია, გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს მისი შვილი. წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საკუთარი მამა კანონის სრული დაცვით დააკავეს. ყოფილ მაღალჩინოსნებს გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას სექტემბრიდან ედავება, თუმცა მათი დაკავება საგამოძიებო უწყება მხოლოდ არჩევნების წაგების შემდეგ გადაწყვიტა.
სიახლეები
საზოგადოება
მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული
"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...
სიახლეები
სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...
სიახლეები
მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...
სიახლეები
ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი დედებს – წამალს ამ ეტაპზე არ შემოიტანენ
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუსშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის წამალს ამ ეტაპზე არ...