მთავარისიახლეებისაზოგადოებაამაღამ ისევ იქროლებს ქარი...

ამაღამ ისევ იქროლებს ქარი…

Published on

დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება – აღნიშნული ინფორმაცია Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ მიაწოდა. 
 
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 3 ნოემბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე შენარჩუნდება აღმოსავლეთის ქარი, რომელიც ზოგან დროგამოშვებით ძლიერად იქროლებს. ჰაერის ტემპერატურა კვლავ თბილია და მაქსიმალური ტემპერატურა 22-27 გრადუსის ფარგლებში იქნება. 
 
"აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ დღის პირველ ნახევარში, განსაკუთრებით ეს ეხება აღმოსავლეთ რაიონებს, კახეთსა და მათ შორის თბილისს,  ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღევანდელთან
 
 შედარებით მოიმატებს და  9-დან 14 გრადუსამდე დათბება.. შიდა ქართლში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, დროგამოშვებით ძლიერი.
 
4 ნოემბერს უნალექო, თბილი ამინდია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, სუსტი ქარი იქროლებს და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს 14-დან 18 გრადუსამდე. უნალექო ამინდები შენარჩუნდება შემდეგ დღეებშიც მთელ საქართველოში. 
 
რაც შეეხება დედაქალაქს, აქ ხვალ დღის პირველ ნახევარში იქნება უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღეს დაახლოებით 11 გრადუსია, ხვალ მოსალოდნელია 11-დან 13 გრადუსამდე. 4 ნოემბერს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, მინიმალური ტემპერატურა ღამით მოსალოდნელია 6 გრადუსი, დღის მაქსიმალური ტემპერატურა კი იქნება 15-17 გრადუსი სითბო.

სიახლეები

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...

რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...