მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირება მოახდინოს

რომან გოცირიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირება მოახდინოს

Published on

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირება მოახდინოს.
 
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, საქართველოში დღეს საბიუჯეტო პროცესი სრულად არის ჩამოშლილი.
 
„მთელი ამ ხნის განმავლობაში ათვისებული იქნა მხოლოდ 9 მლრდ ლარი და დარჩენილი 2 თვის განმავლობაში მთავრობამ უნდა დახარჯოს 3,3 მლრდ ლარი, რაც წარმოუდგენელია. ეს არის სრული ჩავარდნა, რაც აქამდე ამ დოზით „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონია. ეს არის ზვავი, რომელიც შეიძლება ამ ორი თვის მანძილზე თავზე ჩამოეშალოს მთავრობას, ამიტომ ვაფრთხილებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირება. ეს ხარჯები გადაიტანონ მომავალი წლის ბიუჯეტში, მოახდინონ ბიუროკრატიული და უსარგებლობლო ხარჯების კორექტირება. ეს ყველაფერი გამოიწვია საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის შეცდომებმა, არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ასევე ეროვნული ბანკის მთავრობის მორჩილებაში გადაყვანამ, შედეგად მივიღეთ არასტაბილური ლარი“, – განაცხადა გოცირიძემ.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...