მთავარისიახლეებიეკონომიკალარი უფასურდება, ყველაფერი ძვირდება. უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ყველაზე...

ლარი უფასურდება, ყველაფერი ძვირდება. უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ყველაზე დიდი გაძვირება დაახლოებით 55-60%-ის ფარგლებშია – აცხადებე ექსპერტები

Published on

 დღეს კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 74 თეთრია. . არჩევნებიდან 4 დღის შემდეგ, ეროვნულმა ვალუტამ   ისევ დაიწყო გაუფასურება.
 
 ექსპერტები რუსთავი 2 – თან საუბარში ღიად აკრიტიკებენ  მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას
 
. ეკონომისტებისა და ფინანსისტების პროგნოზით, თუ ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ერთობლივ გეგმას არ შეიმუშავებენ მდგომარეობის შესაცვლელად, ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება, რაც მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას მეტად გაართულებს.
 
ლარის გაუფასურების პარალელურად პროდუქტებზე ფასების ზრდაა მოსალოდნელი. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს თითქმის გარდაუვალია და თავდაპირველად იმპორტირებული პროდუქტების გაძვირება მოხდება. რადგან ეროვნული ვალუტის კურსი პირდაპირ არის დაკავშირებული ამ პროცესთან და არა მხოლოდ პროდუქტების! არ არის გამორიცხული მოიმატოს მედიკამენტების ფასებმაც. სპეციალისტები ბენზინის გაძვირებასაც აანონსებენ, რომლის ფასმაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ისედაც მოიმატა.
 
"ძვირდება ფასები იმ პროდუქტებზე, სადაც მტავრობის მაქსიმალური ჩარევაა და მთავრობა ბევრ ფულს ხარჯავს. ეს არის პირველ რიგში სოფლის მეურნეობის პროდუქცია, საკვები პროდუქცია. ყველაზე დიდი გაძვირება არის პირველადი მოხმარების საგნებზე და მედიკამენტებზე, მათ შორის მედიკამენტებზე. მედიკამენტებს რომ შევეხოთ უკანასკნელი 5 წლის მანძილზე  ვნახავთ რომ ყველაზე დიდი გაძვირებაა დაახლოებით 55-60%-ის ფარგლებში,"-აცხადებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი.ლარის გაუფასურების პარალელურად პროდუქტებზე ფასების ზრდაა მოსალოდნელი. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს თითქმის გარდაუვალია და თავდაპირველად იმპორტირებული პროდუქტების გაძვირება მოხდება. რადგან ეროვნული ვალუტის კურსი პირდაპირ არის დაკავშირებული ამ პროცესთან და არა მხოლოდ პროდუქტების! არ არის გამორიცხული მოიმატოს მედიკამენტების ფასებმაც. სპეციალისტები ბენზინის გაძვირებასაც აანონსებენ, რომლის ფასმაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ისედაც მოიმატა.
 
"ძვირდება ფასები იმ პროდუქტებზე, სადაც მტავრობის მაქსიმალური ჩარევაა და მთავრობა ბევრ ფულს ხარჯავს. ეს არის პირველ რიგში სოფლის მეურნეობის პროდუქცია, საკვები პროდუქცია. ყველაზე დიდი გაძვირება არის პირველადი მოხმარების საგნებზე და მედიკამენტებზე, მათ შორის მედიკამენტებზე. მედიკამენტებს რომ შევეხოთ უკანასკნელი 5 წლის მანძილზე  ვნახავთ რომ ყველაზე დიდი გაძვირებაა დაახლოებით 55-60%-ის ფარგლებში,"-აცხადებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი.
 
"არჩევნების შემდგომი პროცესები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი განწყობა ექნება მთავრობას, სამწუხაროდ, დამარცხების შემთხვევაში მათ დააანონსეს კონფლიქტი, რაც ჩემის აზრით ასევე გავლენას ახდენს მოლოდინებზე და მომხმარებლის განწყობაზე და ლარის კურსზე,"-აცხადებს ”ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...