მთავარისიახლეებიპოლიტიკა"პარტია მზად იქნება ყველა რაიონული ორგანიზაციით მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურის კამპანიაში" -...

“პარტია მზად იქნება ყველა რაიონული ორგანიზაციით მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურის კამპანიაში” – დავით ბაქრაძე

Published on

დავით ბაქრაძის თქმით, საკოორდინაციო შტაბის ამუშავებისთანავე, "ევროპული საქართველოს" ყველა პარტიული სტრუქტურა და რაიონული ორგანიზაცია მეორე ტურის კამპანიაში ჩაერთვება. 
 
"პარტია მზად იქნება ყველა რაიონული ორგანიზაციით მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურის კამპანიაში იმისთვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ქართველი ხალხის გამოხატული ნება და უარი ვუთხრათ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტობაზე,"-აცხადებს დავით ბაქრაძე.
 
გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ კამპანიაში აქტიურად ჩართვისთვის ემზადებიან "რესპუბლიკელებიც." პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.
 
"მეორე ტური არის გაგრძელება იმის, რაც გვითხრა საზოგადოებამ. მან თქვა ნახევარზე მეტმა რო ჩვენ არ გვინდა "ქართული ოცნება," ამიტომ ჩვენ ვაპირებთ სწორედ ესე, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური წარსულისა, დაპირისპირებისა და ა.შ. რომ მოვუწოდოთ საზოგადოებას და ჩვენც ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ პრეზიდენტი არ გახდეს "ქართული ოცნების" კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, რაც იქნება კატასტროფა ქვეყნისთვის,"- აცხადებს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...