მთავარისიახლეებიპოლიტიკალილოში ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა. არიან დაშავებულები

ლილოში ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა. არიან დაშავებულები

Published on

ლილოში  ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ორი ყვითელი მიკროავტობუსი შეეჯახა. 
ვტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გადაბრუნდა ერთ-ერთი მიკროავტობუსი, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ 
 
შსს- ს განცხადებით, მსხვერპლი არ არის , დაშავებული 8 ადამიანი, დაშავებულები ე.წ. არამიანცის კლასტერში არიან გადაყვანილი, კერძოდ, ორი მათგანი მოთავსებულია ინგოროყვას კლინიკაში, სამი – „ამტელში“ და ერთი გადაუდებელი ქირურგიის ცენტრში.მაგრამ   მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ყველა  გონზეა. 
 
 
 
„თბილისის მიკროავტობუსი“ აცხადებს  165 ნომერი მიკროავტობუსის გადაბრუნებაში მძღოლის ბრალეულობა არ იკვეთება..
 
„ლილოს მიმდებარედ გზაზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. თავდაპირველად „მერსედესის“ მარკის ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა, რამაც ყვითელ მიკროავტობუსზე დაჯახება გამოიწვია და აღნიშნული მიკროავტობუსი მეორე ყვითელ მიკროავტობუსს დაეჯახა, რომელიც შემთხვევის შედეგად გადაბრუნდა“, – განაცხადეს კომპანიაში.

 
უწყების ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...