მთავარისიახლეებიპოლიტიკა"გადაჭარბებული თავდაჯერებულობა," "არაადეკვატური კომუნიკაცია" - ,,ქართულ ოცნებაში'' თავიანთ შეცდომებზე საუბრობენ

“გადაჭარბებული თავდაჯერებულობა,” “არაადეკვატური კომუნიკაცია” – ,,ქართულ ოცნებაში” თავიანთ შეცდომებზე საუბრობენ

Published on

„ქართული ოცნების“ ლიდერების პოზიცია გუშინდელი ღამის შემდეგ შეცვლილია. დღეს პარტიაში უკვე შეცდომებზე საუბრობენ.
 
"გადაჭარბებული თავდაჯერებულობა," "არაადეკვატური კომუნიკაცია" – ეს არის ტერმინები, რომელიც პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მმართველ გუნდთან მიმართებაში გამოიყენა. კახა კალაძის თქმით, ეს არის გაკვეთილი იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა შეცვალოს „ქართულმა ოცნებამ.“ თბილისის მერი დღეს შიდა კვლევებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ შეცდომაა ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ შიდა კვლევებს ეყრდნობოდა.
 
„ქართველ ხალხთან ერთად სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა, რომ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში სადაც  "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას არჩევნებისადმი ნდობა და არჩევანის თავისუფლება დაუბრუნა. საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურის დანიშვნის საჭიროება საქართველოში  ჩვენს მიერ დამკვიდრებულ მაღალ სტანდარტზე მიუთითებს და ამას მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა და თითოეული მოქალაქე ძალიან კარგად ხედავს.
 
სწორედ "ქართული ოცნება" არის და იქნება გარანტი, რომ საქართველოში არჩევნები არასდროს გაყალბდება. რაც მთავარია ამ არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რისი შეგრძნება გარკვეულწილად თითოეულ ჩვენთაგანს ჰქონდა, რომ ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია. შესაცვლელია სწრაფად, ეფექტურად და თითოეული მოქალაქის ინტერესის გათვალისწინებით.
 
სამწუხაროდ, როგორც ყველა ხელისუფლებას, ჩვენც ძალაუფლების კონცენტრაციამ შეიძლება ითქვას გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა და  შესაბამისად მთელს რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი, კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ამის შედეგი იყო ის, რომ მხოლოდ შიდა კვლევების  შედეგებს ვეყრდნობოდით,“-განაცხადა კახა კალაძემ. 
 
მისივე თქმით, ამ პროცესს ჰქონდა მეორე მხარეც. კერძოდ, პროპაგანდისტულმა მანქანამ თავისი შედეგი გამოიღო, რადგან მმართველი გუნდი გადაერთო სხვა საკითხებზე. 
 შედეგს, რომელიც დაიდო, კახი კალაძის თქმით,  ჰქონდა კიდევ ერთი ობიექტური მიზეზი – „ქართულმა ოცნებამ“ არ წარადგინა საკუთარი კანდიდატი, შეასუსტა ამომრჩევლის მობილიზაცია.
 
„არჩევნების შედეგში ჩვენი ამომრჩევლის ნაკლებ მობილიზაციის მიზეზად იმასაც განვიხილავთ, რომ პარტიამ არ წარადგინა საკუთარი კანდიდატი და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა ჩვენი ამომრჩევლის მობილიზაციის პროცესი. დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტურში, როცა არჩევანია გასაკეთებელი სიცრუესა და სიმართლეს, ძალადობასა და თავისუფლებას შორის, მოხდება მაქსიმალურ კონცენტრაცია და ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ არჩევნებში,“-განაცხადა კახა კალაძემ 
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...