მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ჩვენი განაცხადი არის-ყველა მინუს ერთი, კარი ღია არის აბსოლუტურად ყველასთვის, კონსულტაციები...

„ჩვენი განაცხადი არის-ყველა მინუს ერთი, კარი ღია არის აბსოლუტურად ყველასთვის, კონსულტაციები თითოეულ პარტიასთან გაიმართება” – გიორგი ვაშაძე

Published on

„ჩვენი განაცხადი არის-ყველა მინუს ერთი, კარი ღია არის აბსოლუტურად ყველასთვის,“ – ეს განცხადება „ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
 
გიორგი ვაშაძე ყველა ოპოზიციურ პარტიას გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და მისი თქმით, კონსულტაციები თითოეულ პარტიასთან გაიმართება.
 
„ჩვენ ჩამოვშალეთ ის გაყალბების მექანიზმი, რაც ჰქონდა "ქართულ ოცნებას" დაგეგმილი, თუმცა, სამწუხაროდ, ცესკო-ს დღევანდელი მონაცემები განსხვავდება ჩვენი მონაცემებისგან, განსხვავდება პარალელური დათვლის მონაცემებისგან, სადაც ჩვენ პირველი ადგილი გვაქვს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
 
გიორგი ვაშაძის თქმით, ყველა დიდ ქალაქში სწორედ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა მოიგო. მისი თქმით, დღის განმავლობაში ყველა დარღვეულ ოქმზე საჩივარს დაწერენ.
 
„თითოეულ ოქმზე გვექნება შესაბამისი საჩივარი დაწერილი, არის უბნები, სადაც პირდაპირ თეთრით შავზე ჩანს მანიპულაციები, ამოვარდნილი შედეგები, რაც აქვს სალომე ზურაბიშვილს ამ შემთხვევაში, ჩვენ ამ ყველაფერზე გვექნება რეაგირება. არცერთ ამ საკითხს არ დავტოვებთ ყურადღების გარეშე და რაც მთავარია, ის გამარჯვება რაც გვაქვს, საბოლოოდ გავაფორმებთ ამ გამარჯვებას და ვიბრძვით მეორე ტურისთვის,“ – განაცხადა ვაშაძემ.
 
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 99.95% უკვე დათვლილია, რომლის მიხედვითაც სხვაობა ვაშაძის ხმებსა და ზურაბიშვილის შედეგებს შორის ისევ მინიმალურია.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...