მთავარისიახლეებიპოლიტიკასიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ზუგდიდის რაიონის, სოფელ კოკში, სადაც ოპოზიცია ერთ-ერთ უბანზე სალომე...

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ზუგდიდის რაიონის, სოფელ კოკში, სადაც ოპოზიცია ერთ-ერთ უბანზე სალომე ზურაბიშვილის პლაკატის მოხსნას ითხოვდა

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, ბაჩუკი ქარდავა, სოფელ კოკში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.მისი შეფასებით," ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. რასაც ჩვენს ზურგს უკან ვხედავთ ეს არის ადმინისტრაციული რესურსი. ეს ადამიანები ვერ მიდიან ამომრჩეველთან, ვერ სთხოვენ მხარდაჭერას, რადგან არ აქვთ საზოგადოების ნდობა. ეს ადამიანები დადგნენ საარჩევნო უბნებთან და მაქსიმალურად ცდილობენ ხელის შეუშალონ ამომრჩეველს იაქტიურონ. ამით ისინი ფიქრობენ, რომ შედეგს მიაღწევენ, თუმცა ხალხი ადმინისტრაციულ რესურსზე და ჩინოვნიკებზე გაიმარჯვებს. ხალხის განწყობა არის ცალსახა – ისინი აპირებენ ცვლილებებს და ეს ცვლილებები დაფიქსირდება საარჩევნო ყუთებთან"- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ზუგდიდის რაიონის, სოფელ კოკში, სადაც ოპოზიცია ერთ-ერთ უბანზე სალომე ზურაბიშვილის პლაკატის მოხსნას ითხოვდა, რასაც ერთ-ერთი იქ მყოფი პირი, რომელიც სავარაუდოდ "ქართული ოცნების" აქტივისტია, აპროტესტებდა.
 

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...