მთავარისიახლეებიპოლიტიკაფსიქოპროექტი ,,ქართული ოცნებისათვის": სალომე ზურაბიშვილს 52.3%

ფსიქოპროექტი ,,ქართული ოცნებისათვის”: სალომე ზურაბიშვილს 52.3%

Published on

 "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დაკვეთით, "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის  შედეგები მკვეთრად განსხვავდება რუსთავი 2 – ისა და ევროპული საქართველოს დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებისგან.
 
ქართული ოცნების ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო – 52.3%
 
მეორე ადგილზე – გრიგოლ ვაშაძე 28.1%
 
მესამე ადგილზე – დავით ბაქრაძე 9.2%
 
მეოთხე ადგილი – ზურაბ ჯაფარიძე 3.3%
 
"ქართული ოცნების" ცნობით, მათი ეგზიტპოლის შედეგების ცდომილება 2.6%-ია.
 
 
 
„როგორც ეგზიტპოლის შედეგებმა გვაჩვენა, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს ამ არჩევნებში. ჩვენ ახლა უნდა დაველოდოთ ცესკო-ს შესაბამის პროცედურებს, დათვლის შედეგებს – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ,. 
 
ოცნების შტაბში მომღერლები ყავთ მიყვანილი, თუმცა სცენის დამონტაჟებას  არ ჩქარობენ. როგორც მათი საპამაშვიდო გამომეტყველებიდა  ჩანს, დიდად  არ ეკონცერტებათ და მთელი იმედები  ხმების დათვლის პროცესის სათავისოდ შემობრუნებაზე აქვთ დამყარებული. აბა მართლა რაღაც გაურკვეველი ორგანიზაციის ,,ფსიქოპროექტის'' ეგზიტპოლზე ხომ არ გამართავენ ტაშფანდურს, ვაითუ იმ სცენაზე მოულოდნელად სულ სხვა ვინმე ახტეს მისთვის ჩვეული გაბედულებითა და სისხარტით

 

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...