მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტარი მერაბ ქვარაია საარჩევნო კოდექსს არღვევს - ხმის მიცემისას მას...

პარლამენტარი მერაბ ქვარაია საარჩევნო კოდექსს არღვევს – ხმის მიცემისას მას თან ახლდა მეუღლე, რომელიც იმ საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული არ არის

Published on

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე ცოლთან ერთად მივიდა.
ქეთევან ყიფიანი ამ უბანზე არ არის რეგისტრირებული და შესაბამისად, მას პროცედურა არ გაუვლია.
 
ამ ფაქტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დარღვევად აფასებს. ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი, არჩილ თოდუა განმარტავს, რომ  რეალურად, უბანზე ყოფნის უფლება აქვს კომისიის წევრებს, დამკვირვებლებს და იმ ამომრჩევლებს, რომლებიც კონკრეტულ უბანზე არიან რეგისტრირებული. როცა ამომრჩეველი შედის უბანზე, ის ჯერ გადის შემოწმებას, არის თუ არა მარკირებული. ამის შემდეგ უნდა მივიდეს რეგისტრატორებთან, მოძებნოს საკუთარი თავი სიაში. თუ ქეთევან ყიფიანმა არ  იცოდა, რომ არ იყო რეგისტრირებული, იგი არ უნდა შესულიყო საარჩევნო უბანზე“,  განმარტა არჩილ თოდუამ 
 
მერაბ ქვარაიამ ხმა მეთხუთმეტე საარჩევნო უბანზე მისცა.

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...