მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე: „არჩევნებში ვიმარჯვებთ ფანტასტიკური შედეგით, ჩვენს გამარჯვებას კარგად გრძნობს ე.წ. ხელისუფლება...

გრიგოლ ვაშაძე: „არჩევნებში ვიმარჯვებთ ფანტასტიკური შედეგით, ჩვენს გამარჯვებას კარგად გრძნობს ე.წ. ხელისუფლება და ტოტალურ გაყალბებას იწყებს”

Published on

გრიგოლ ვაშაძე; „არჩევნებში ვიმარჯვებთ ფანტასტიკური შედეგით, ჩვენს გამარჯვებას კარგად გრძნობს ე.წ. ხელისუფლება და ტოტალურ გაყალბებას იწყებს''გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში გამართულ პრესკონფერენციაზე ამ დროის მონაცემები შეაფასა. მისი თქმით, დამაჯერებლად იმარჯვებენ.
 
„არჩევნებში ვიმარჯვებთ ფანტასტიკური შედეგით, ფანტასტიკური განწყობაა. ჩვენი სამშობლო დიდი ხანია არ ყოფილა ისე ახლოს გამარჯვებასთან, როგორც დღეს. ჩემო მეგობრებო, მიბრძანდით რვა საათამდე უბნებზე და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. ჩვენს გამარჯვებას კარგად გრძნობს „ქართული ოცნების“ ე.წ. ხელისუფლება. ასობით შემთხვევააა უკვე დაფიქსირებული გაყალბების, ყველანაირ მტკიცებულებას ჩვენ ვტვირთავთ ვებგვერდზე“, – განაცხადა ვაშაძემ.
 
გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ ფულის სანაცვლოდ საკუთარი მომავალი არავინ უნდა გაყიდოს.
 
„მეგობრებო, 50 ლარი დაგეხარჯებათ ძალიან სწრაფად, 50 ლარად თქვენ ყიდით შვილების და შვილიშვილების მომავალს. ამ თანხის დახარჯვის შემდეგ თქვენ გაიღვიძებთ ისეთივე ამაზრზენ ქვეყანაში, როგორშიც ცხოვრობდით გასული 6 წლის განმავლობაში. ხელისუფლება 5- დან 8 საათამდე გეგმავს არჩევნების ტოტალურ გაყალბებას, სწორედ ამიტომ მივმართავ მხარდამჭერებს, არ მოდუნდეთ და ერთად დავიცვათ ჩვენი მომავალი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...