მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია შარზეა? - რატომ არ დაკმაყოფილა იგი პასუხმა, რომ ,,გაერთიანებული...

გიგა ბოკერია შარზეა? – რატომ არ დაკმაყოფილა იგი პასუხმა, რომ ,,გაერთიანებული ოპოზიცია მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის და დავით ბაქრაძის გასვლის შემთხევაში, მხარს ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერს”.

Published on

თავს არიდებენ მკაფიო პასუხის გაცემას,“ – ასე უპასუხა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში გაკეთებულ განცხადებას, რომ არჩევნების მეორე ტურში დავით ბაქრაძის გასვლის შემთხვევაში, მხარს ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერენ.
 
ევროპული საქართველო გიორგი ვაშაძის კომენტარით უკმაყოფილოა. გიგა ბოკერიას თქმით, გრიგოლ ვაშაძე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს.
 
„სამწუხაროდ, ვერ მოვისმინეთ მკაფიო პასუხი, თავს არიდებენ მკაფიო პასუხის გაცემას, რაც ადასტურებს მათ უპასუხისმგებლობას, იმას, რომ მათი სიტყვის ნდობა არ შეიძლება. ჩვენ გვაქვს შეთანხმება ევროპის სახალხო პარტიის ქოლგის ქვეშ მიღწეული და ხელმოწერილი მათ მიერ და იმას, რომ ეს ხალხი არანაირი ოპოზიციური ერთობისთვის არ იბრძოდა. მიუხედავად ამისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრაობის ისევე, როგორც მასთან დაკავშირებული სხვა ოპოზიციურ პარტიების ამომრჩევლები, მათი ლიდერებისგან განსხვავებით, გამოიჩენენ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და მეორე ტურში მხარს დაუჭერენ დავით ბაქრაძეს იმისთვის, რომ არ დავუშვათ ივანიშვილის რეჟიმის სამარცხვინო და ძალიან საზიანო კანდიდატის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებზე,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
 
გაუგებარია, რაში გამოიხატება ის, რომ,, გაერთიანებული ოპოზიცია თავს არიდებს მკაფიო პასუხს გიგა ბოკერიას შეკითხვაზე,, დაუჭერს თუ არა  გაერთიანებული ოპოზიცია მხარს არჩევნების მეორე ტურში დავით ბაქრაძეს,
 
  გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ  სიტყვა-სიტყვით განაცხადა შემდეგი :
 
"ყველა ობიექტური კვლევით გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს წინასაარჩევნო მარათონში, რაც მთავრია, ვფიქრობთ, რომ შეიძლება პირველივე ტურში მის სასარგებლოდ დამთავრდეს არჩევნები, თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, ძალიან მარტივია პასუხი – დიახ, ჩვენ ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერთ მხარს სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგოდ იმიტომ, რომ მისი არჩევა ქვეყნისთვის არის კატასტროფა და იგივე მოლოდინი გვაქვს სხვებისგან. ამ პოლიტიკურმა ძალამ კარგია, რომ დააფიქსიროს საჯაროდ, რომ ის ამას აპირებს იმიტომ, რომ ხვალ დღის ბოლოს ყველა შედეგი გვეცოდინება,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
 
შესაძლოა,  გიგა ბოკერია გააღიზიანა იმან, რომ მეორე ტურში  გამსვლელ კანდიდატებთან დაკავშირებით გაერთიანებულ ოპოზიციას სხვა ვარაუდები აქვს და შესძლოა გიორგი ვაშაძის თხოვნამაც,   რომ ევროპულმა  საქართველომაც საჯაროდ დააფიქსიროს  იგივე პოზიცია  იმ შემთხვევისათვის, თუ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე გავა. – ამბობენ გაერთიანებულ ოპოზიციაში 

სიახლეები

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...