როგორ ცდილობს ივანიშვილი იხსნას ,,საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც რუსთავი 2 – ს მძევლად ჰყავს აყვანილი”

0
395
 
დღევანდელ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კვლავ თავისუფალი მედია, პირველ რიგში ტრადიციულად  რუსთავი 2 იყო და ,,ქალბატონი კვესიტაძე'', რომელმაც, როგორც ჩანს საბოლოოდ   მოუშალა მას ნერვები წინა ინტერვიუს დროს.   
 
,,თავდასხმად აღიქვეს ჩემი განცხადება და ცდილობენ დახურვის და მედიაზე ზეწოლის მუქარად გაყიდონ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.   მისი თქმით, 23 ოქტომბრის ინტერვიუში „რუსთავი 2-ზე“ საუბრისას მისი მხრიდან იყო „არა მუქარა, არამედ ის, რომ ელემენტარული სტანდარტები იყოს დაცული, განსხვავებული აზრი უნდა ისმოდეს აუცილებლად, ტელევიზია არ უნდა იყოს ჩაკეტილი და ტელევიზია სიცრუეს არ უნდა აფრქვევდეს“.
 
„ამ შეხვედრამ პრაქტიკულად, დაასაბუთა ის, რაზეც მქონდა შეკითხვები პირველ რიგში, „რუსთავი 2“-თან, როდესაც ვაცხადებდი, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მას მძევლად ჰყავს აყვანილი. საზოგადოების გარკვეული ნაწილი დღეს შეპყრობილი ზის მათ სიცრუეზე და ყიდულობს მათ სიცრუეს. ეს არ არის საზოგადოებისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის კარგი.
 
. ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ ამოყარეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სახლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრზეც. მათ პრემიერ-მინისტრის მეზობლის ეზო აჩვენეს პრემიერ-მინისტრის ეზოს ნაცვლად. ისინი არც შეეკითხნენ ამ ადამიანებს, თუ ვისია, მათია თუ არა, არ გაუხსნიათ დეკლარაციები და სწორედ ამ სტანდარტის დაცვაზე ვსაუბრობდი. ატეხეს აჟიოტაჟი აი, ნახეთ, როგორი კორუფციაა და როგორი სასახლეები აქვთო ნაცვლად იმისა, რომ მათთვის კითხვები დაესვათ, ვისი სასახლეებიც გადაიღეს. ლევან იზორია და მანანა კობახიძე თავად დაუკავშირდნენ კომენტარის გასაკეთებლად „რუსთავი 2-ს“, თუმცა უარი უთხრეს. დიდი ზეწოლისა და თხოვნის შემდგომ, როდესაც ნახეს ჯგუფური დამოკიდებულება სახლების მფლობელების, მათ შეარჩიეს მათთვის საუკეთესო რესპონდენტი სესიაშვილი, რომელიც ტელევიზიაშიც არ მიიყვანეს, ისე ჩართეს. ნახეთ, რამდენი კაცი დახვდა და როგორ ექცეოდნენ, მაინც 100:0 წააგეს. სესიაშვილმა აბსოლუტურად დაასაბუთა საიდან და როგორ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ქალბატონი კვესიტაძე ცდილობდა ჩემთვის დაესვა ეს შეკითხვები, ნაცვლად იმისა, რომ მათთვის ეკითხა. მე არ ვიყავი და არ ვარ ვალდებული, რომ „ქართული ოცნების“ ყველა წევრის დეკლარაცია ვიცოდე. მე ვალდებული ვარ, ისევე როგორც მთლიანად ხელისუფლება, რომ რეაგირება მოვახდინოთ თუ ეჭვი იქნება კორუფციის“, – განაცხადა ივანიშვილმა.

 
ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა  „რუსთავი 2“-ისა და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებზე – ეკა კვესიტაძესა და დიანა ტრაპაიძეზე, რომელნიც მან ინტერვიუს ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა.
 
მცდელობა იყო გაერთიანების, მაგრამ მე მოვახერხე და ჩავწიე ერთმანეთისგან, – კვესიტაძის დახმარებას ძალიან ცდილობდა ტრაპაიძე. მე მოვახერხე, რომ მაქსიმალურად დამეშორებინა. თავშივე ვიცოდი მათი კომუნიკაცია და არ თქვან, რომ რამეში ვამხილე და მედიის კრიტიკას ვიწყებ. მცდელობა იყო გაერთიანების, მაგრამ მე მოვახერხე და ჩავწიე ერთმანეთისგან, თორემ მთლიანად ინტერვიუს ჩაგდების სურვილი იყო კვესიტაძისგან – საუბარს არ მაცდიდა მეც და კოლეგებსაც. ძალიან უკულტუროდ მოიქცა და ჟურნალისტი არ უნდა იყოს ასეთი. ეს იყო სირცხვილი, რაც მასვე ვუთხარი ინტერვიუს დროს. მარტივი გასაგებია, რატომ იქცეოდნენ ასე. მათ ეშინიათ სიმართლის“, – განაცხადა ივანიშვილმა.
 
მიუხედავად ამ აგრესიული განწყობისა დაუმორჩილებელი ტელეკომპანიების მიმართ, ,  ბიძინა ივანიშვილს   როგორც ჩანს ძალიან ეწყინა ,,რუსთავი 2 – ისა'' და ,,კავკასიის'' უარი მისულიყვნენ დღევანდელ ინტერვიუზე, თუმცა იხტიბარს არ იტეხს . 

 
,,საქართველოს უახლეს ისტორიაში გვაქვს მაგალითი იმისა, რომ მედია უარს აცხადებს ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრაზე, –  ხელისუფლებას მე არ წარმოვადგენ პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახლავართ.
 
ის, რომ დღეს „რუსთავი 2“-მა და სატელიტად დაფიქსირებულმა „კავკასიამ“ უარი თქვეს შეხვედრაზე მოსვლით, ამით აჩვენეს ის, რომ რაც ხდებოდა ნაციონალური მმართველობის დროს, აღარ ხდება. თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის ტელევიზიები დახურული იყო. „კავკასია“ ჰქონდათ მაშინ ფსევდოოპოზიციური და იქ ახერხებდნენ „ორთქლის ამოშვებას“.
 
„მაესტროს“ ჰქონდა სხვადასხვა ეტაპები და მინდა, რომ „მაესტროელებმა“ კარგად გამიგონ. იყო ეტაპი, როდესაც ისინი გმირულად იბრძოდნენ სიტყვის თავისუფლებისთვის და იყო ის ეტაპიც, როდესაც იმართებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და ეს იყო ძალიან მძიმე პერიოდი. გახსოვთ, რომ ოპოზიციას რეალურად აზრის გამოთქმის შესაძლებლობა არ ჰქონდა. დღეს მოხდა პირიქით, იგივე ხალხმა მოახერხეს და აერიდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრას,“ – განაცხადა ივანიშვილმა.ივანიშვილის თქმით, ტელეკომპანიების „რუსთავი2“- ის და „კავკასიის“ მიერ შეხვედრაზე უარის თქმა იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში აღარ ხდება ის, რაც ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. საუბრისას ივანიშვილი ტელეკომპანიებს „მაესტროს“ და „კავკასიას“ შეეხო. როგორც მან აღნიშნა, „კავკასია“ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ფსევდოოპოზიციური არხი იყო, ხოლო „მაესტროს“ სხვადასხვა ეტაპები ჰქონდა. – განაცხადა ბიზინა ივანიშვილმა 
 
როგორც ჩანს ივანიშვილი მიხვდა,რომ ძალიან გადაამლასა და მედიაზე ამ მორიგი შეტევის გამოსწორება სცადა, თუმცა კიდევ უარესი გამოუვიდა და კვლავ არაპირდაპირ დაემუქრა რუსთავი 2 -ს
 
„რაც უნდა ის ქნას „რუსთავი 2-მა“, ჩამოიმხოს თავზე ყველაფერი, ოღონდ კანონი არ უნდა დაარღვიოს. გადასახადებს არ იხდის კომპანია, აშანტაჟებს ხელისუფლებას. დიდი ხანია არ იხდის გადასახადს პრინციპულად. არ აქვს ხელისუფლებას ამის რესურსი დღეს, ეს რომ ვუქნათ წარმოიდგინეთ რა მოხდება. დადგება დღე როდესაც მოუწევთ ამის გადახდა. ყველამ უნდა დაიცვას კანონმდებლობა. არავის გაუჩნდება სურვილი, რომ რაიმე შეზღუდვა და რეგლამენტაცია დავუწესოთ მედიას. მედიას დიდი მნიშვნელობა აქვს და კარგია, რომ მედიამ ეს ფუნქცია შეასრულოს სწორად. ესაა რასაც მოვუწოდებ „რუსთავი 2-ს“, რომ დაიცვას სტანდარტი“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
 
ამრიგად ახლო მოავალსი უნდა ველოდოთ შეტევის ახალ ტალღას ახლა უკვე გადასახადების თავიდან აცილების  მცდელობის აღკვეთის ნიღბით. 

წინა სტატია,,ჩატენეს კაცი მანქანაში ცემა-ტყეპით და წაიყვანეს”- ზაზა სარალიძის მხარდამჭერთა აქციის მონაწილეები დაკავების დეტალების სესახებ
შემდეგი სტატიაივანიშვილი წუხს, რომ ხელში მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი შერჩა: კვირიკაშვილს სახე არ ჰქონდა, სამმა ადამიანმა მითხრა ერთ დღეს უარიო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური