მთავარისიახლეებიპოლიტიკამალხაზ მაჩალიკაშვილი: პროვოკაციები ყოველდღე, ზოგჯერ დღეში 2-3-ჯერაც ხდებოდა. საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

მალხაზ მაჩალიკაშვილი: პროვოკაციები ყოველდღე, ზოგჯერ დღეში 2-3-ჯერაც ხდებოდა. საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

Published on

„ეს გრძელდება პირველი დღიდან, 10 სექტემბრიდან, ყოველთვის ცდილობდნენ ან ჩემი ან ზაზას პროვოკაციაზე წამოგებას. ყოველდღე ხდებოდა, დღეში 2-3-ჯერაც ხდებოდა,“- ასე გამოეხმაურა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ზაზა სარალიძის დაკავებას. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, შვილმოკლული მამების წინააღმდეგ პროვოკაციები ხორციელდებოდა.
 
მაჩალიკაშვილის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ ზაზა სარალიძის გასათავისუფლებლად. მისი განცხადებით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.
 
„შეზღუდული გვქონდა ყველანაირი ცოტათი მაინც ადამიანურად გვეგრძნო იმ პარლამენტის წინ ამ წვიმაში, ამ სიცივეში, რაღაც პალატკისმაგვარი, ან ცელოფანისმაგვარი შემოგვეკრა გარშემო, რომ არ დავსველებულიყავით, გვზღუდავდნენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზაზა იქნას გათავისუფლებული, აქციები გაგრძელდება, აქციები არ შეწყდება. აქციები თავისას გააკეთებს,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
 
ზაზა სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე გადაიყვანეს, თუმცა შეუძლოდ გახდა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
 
შვილმოკლული მამა რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

სიახლეები

საბერძნეთში ქართველი კაცი პარტნიორის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

სალონიკში 44 წლის ქართველი კაცი დააკავეს, რომელსაც პარტნიორის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. ბერძნული მედიის ცნობით,...

“ ჯილდოს ვიღებ ყველა პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს” – მზია ამაღლობელის სიტყვა

ჯილდოს ვიღებ ყველა პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს" - ამის შესახებ ევროპარლამენტში წერილი...

საკონსტიტუციოში წარვადგინეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება პარტიების აკრძალვაზე-საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინეს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება...

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, კლინიკაში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.ავტომობილი...