მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჯერ ზაზას გაუხეთქა შუბლი პოლიციელმა მაგ ჯოხით და ცოლშვილი აგინეს''-...

,,ჯერ ზაზას გაუხეთქა შუბლი პოლიციელმა მაგ ჯოხით და ცოლშვილი აგინეს”- რას ამბობენ თვითმხილველები და რას ამბობს შშ სამინისტრო

Published on

,, მთლიანად დადგმული პროვოკაცია იყო. ჯერ ზაზას გაუხეთქა შუბლი პოლიციელმა მაგ ჯოხით და შემდეგ აფექტის მდგომარეობაში უკვე ზაზამ მოუქნია. თან ცოლშვილი აგინეს. აშკარა პროვოკაცია იყო.'' – აცხადებს  ზაზა სარალიზის მხარდამჭერი აქციის მონაწილე დავით ნებიერიძე.

ინცინდენტს მრავალი თვითმხიველი ყავს და ხელისუფლებას, რბილად რომ ვთქვათ, გაუჭირდება სისრულეში მოიყვანოს ჩანაფიქრი. სოცვიალურ ქსელში ვიდეოჩანაწერის ტრიალით , რომელზეც წინმსწრები მოვლენები არ არის დაფიქსირებული, საქმეს ვერ შეკერავენ.

 შშ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნატქვამია, რომ „რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.."საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. '' წარდგენილი მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 – დან 7 წლამდე.

,,შვილი მომიკლან, გამამწარონ, არ გამოიძიონ, არავინ არ დააკავონ და პოლიცია კიდე საშუალებას არ მაძლევდეს წვიმას შევაფარო თავი, წვიმაში ვიწვე მთელი ღამეები.არ მკიდია ისეთი პოლიცია და მისი მბრძანებელიც?პოლიცია არა მილიცია'.' – ასეთია ერთ-ერთი კომენტარი ამ განცხადებაზე სოციალურ ქსელში.

 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...