ექსპერტი ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, ნერვები დაიწყნაროს, ეკა გიგაური კი ,, მშიშარა კაცების” განსაკუთრებულ გააქტიურებაზე საუბრობს

0
367
 
ბიძინა ივანიშვილს ვურჩევდი, ნერვები დაიწყნაროს, – ასე ეხმიანება ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფორტუნასთან“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მის შესახებ დღეს გაკეთებულ განცხადებებს.
 
„საკუთარ თავზე მაღალი აზრის არ ვარ, ჩემს უნიჭობაზე რომ შეფასება გავაკეთო, რაც შეეხება მის ნალაპარეკებს, პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ „ნაციონალები“ და გულისამრევები თავის გარემოცვაში მოიკითხოს სჯობია, თუ უნდა, რომ ამ ქვეყანას რაღაც ეშველოს“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
 
მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილთან მეგობრობდა და დღესაც მისი მეგობარია, ამიტომ აბსურდია იმაზე საუბარი, რომ მის ალტერნატივად ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა შესთავაზა. კითხვაზე, ამიტომ ხომ არ არის განაწყენებული მასზე, გია ხუხაშვილი პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ნერვების დაწყნარებას ურჩევს.
 
„ის, რომ ბურჯანაძეს მარგველაშვილის ალტერნატივად განვიხილავდი, ამაზე უბრალოდ კომენტარის გაკეთებაც შეუძლებელია. ფაქტია, რომ ის გაბრაზებულია და ვურჩევდი ნერვები დაიწყნაროს. გაბრაზებულია მას მერე, რაც ვთქვი, რომ დაკარგა ლიდერის ფუნქცია, ამ დღეებში გავაკეთე ეს განცხადებები და ეს მისთვის მტკივნეული აღმოჩნდა“, – აღნიშნავს გია ხუხაშვილი..
 
არასამთავრობო სექტორზე მიმდინარეობს თავდასხმა, ასევე, ჩემთან მიმართებაში პირადად  -, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა. მისი თქმით დღეს დილიდან განსაკუთრებით გააქტიურდნენ  ,,მშიშარა კაცები, რომლებიც მათვარობას ეფარებიან .
 
„დღეს დილიდანვე კიდევ უფრო გააქტიურდნენ, პირადად მე მესხმიან თავს. მე მგონია, რომ ამის უკან დგას მთავრობა და მგონია, რომ ამის უკან დგანან მშიშარა კაცები იმიტომ, რომ ისინი იმალებიან დაფინანსებული კამპანიის უკან. თუ ვინმეს რამე კითხვა აქვს მოვიდეს, დამელაპარაკოს, შეგვიძლია ვიკამათოთ ყველა ჩვენს ანგარიშზე, რომელიც გამოგვიქვეყნებია აქამდე. ამიტომ, მე მათ მოვუწოდებ, რომ არ შეეშინდეთ ჩემი, გამოჩნდნენ და მკითხონ რისი კითხვაც უნდათ“, – განაცხადა გიგაურმა
წინა სტატიაზაზა სარალიძე მძიმე მდგომარეობაშია – რამდენიმე წუთის წინ იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიადაკავებულის დედა ამბობს, რომ ჩიპი, რომელზეც სხვადასხვა ასაკის გოგონების ფოტოები იყო, მის შვილს ციხიდან გამოატანეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური