საპრეზიდენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით Edison Research-მა ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხვები ალოკაციის მიხედვით და ალოკაციის გარეშე ჩატარდა. სრული ალოკაციით, საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოკითხული რესპოდენტების პასუხებით, „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე 31%-ით ლიდერობს. კითხვაზე, "დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას" (ალოკაციის მიხედვით,) შედეგები ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე – 31%; სალომე ზურაბიშვილი – 28%; დავით ბაქრაძე – 14%; შალვა ნათელაშვილი – 5%; არ გადაუწყვეტია, უარი პასუხზე – 16%; იმის დასადგენად, თუ ვის აძლევს ხალხი ხმას, ამერიკულმა ორგანიზაციამ პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე რესპოდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით 15-დან 24 ოქტომბრამდე გამოკითხა.
სიახლეები
სიახლეები
სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია 7 დღით პატიმრობაში გაუშვა
სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 7 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება...
სიახლეები
სუს-ში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური გამოიკითხა
შსს-ს ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით გამოიკითხა
ცნობისთვის, 2025 წლის...
სიახლეები
რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შევუჩერეთ – სურსათის სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს.
"სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის...
სიახლეები
მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავა – მათ საქართველოდან გააძევებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს - მათ...