მთავარისიახლეებიპოლიტიკა"სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა, საქართველომ არა, სააკაშვილმა" - ივანიშვილი

“სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა, საქართველომ არა, სააკაშვილმა” – ივანიშვილი

Published on

მიხეილ სააკაშვილმა დაბომბა მშვიდობიანი მოსალხეობა – ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც კრემლის მიერ სალომე ზურაბიშვილის ციტატების ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში შესაძლო გამოყენებას ეხებოდა. ყოფილმა პრემიერმა კითხვაზე პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ზურაბიშვილის მოსაზრებებს აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით იზიარებს.
 
"სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა, საქართველომ არა, სააკაშვილმა. 2008 წელს რაც მოხდა და როგორც მოქმედებდა მაშინდელი მთავრობა სააკაშვილის მეთაურობით, ეს იყო სწორედ ღალატი ქვეყნისა და სამშობლოსი, მას შეეძლო ეს ომი თავიდან აეცილებინა ქვეყნისთვის, მას შეეძლო არ აეხდინა რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ოცნება. ჩემს ინტერპრეტაციას და ქალბატონი სალომეს ინტერპრეტაციას აბსოლუტურ თანხვედრაშია, კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას – თუ არა მაშინდელი ხელისუფლების წინდაუხედავი ყველაზე რბილია, თუგინდ ღალატობრივი ქმედებაც კი, რუსეთი ვერ მოახერხებდა და ვერ აიხდენდა მრავალსაუკუნოვან ოცნებას და ვერ დაიპყრობდა საქართველოს ტერიტორიებს. სწორედ რომ სააკაშვილი, თქვენი მეუღლეც თუ გნებავთ (მიმართავს ეკა კვესიტაძეს), შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში და მისცა საშუალება თავისი გაუაზრებელი ქმედებით, თავისი ღალატობრივი ქმედებით თუ გნებავთ და დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული,"-აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. 

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...