მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ივანიშვილი შეეცადა ამ ინტერვიუთი დაერწმუნებინა განაწყენებული ამომრჩეველი მხარი კვლავ "ქართული ოცნებისთვის" დაეჭირა,...

“ივანიშვილი შეეცადა ამ ინტერვიუთი დაერწმუნებინა განაწყენებული ამომრჩეველი მხარი კვლავ “ქართული ოცნებისთვის” დაეჭირა, თუმცა უშედეგოდ

Published on

ოპოზიცია ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს მწვავე კრიტიკით ეხმაურება.
  "ივანიშვილი შეეცადა ამ ინტერვიუთი დაერწმუნებინა განაწყენებული ამომრჩეველი მხარი კვლავ "ქართული ოცნებისთვის" დაეჭირა, თუმცა უშედეგოდ," – ასე გამოეხმაურა ოპოზიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
 
პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ივანიშვილს სურვილი აქვს მისთვის სასურველ შედეგს პირველ ტურში მიაღწიოს, თუმცა მათი თქმით, ყოფილი პრემიერი ხვდება რომ მმართველ ძალას ამის რესურსი აღარ გააჩნია.
 
„რეალურად ხომ იციან, რომ მეორე ტური გარდაუვალია, ამიტომ ცდილობს ივანიშვილი, რომ მაქსიმალური მობილიზაცია გააკეთონ, თუმცა მე შევახსენებ ბიძინა ივანიშვილს, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარდამჭერების მომატების რეალური შანსი არ აქვს,“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი.
 
"ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ივანიშვილს სურს ყველაფერი პირველსავე ტურში დაამთავროს, თუმცა ეს შეუძლებელია.
 
„მე მგონი ეს შეუძლებელია და ქართველი ხალხის შესაბამის პასუხს გასცემს ივანიშვილს და მისი გუნდის თავხედურ საქციელს,“-ამბობს ირაკლი კიკნაველიძე.
 
არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ეთერში გამოჩენით შეეცადა დაერწმუნებინა იმედგაცრუებული ამომრჩეველი, თუმცა „შენების მოძრაობის“ ლიდერი ფიქრობს, რომ ეს ვერ მოხერხდება.
 

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...