მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ე.წ. სარდაფის ინციდეტის შესახებ საქმის კურსში...

ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ე.წ. სარდაფის ინციდეტის შესახებ საქმის კურსში იყო, თუმცა გაკვირვებას გამოთქვამს – რატომ უნდა დაისაჯოს ფარცხალაძე

Published on

 ბიძინა ივანიშვილმა  გუშინდელ ინტერვიუში პრაქტიკურად დაადასტურა, რომ ე.წ. სარდაფის ინციდეტისა და ფარცხალაძის მიერ ყიფიანის ცემის შესახებ ის საქმის კურსში იყო, თუმცა გაკვირვებას გამოთქვამს – რატომ უნდა დაისაჯოს ფარცხალაძე. ბიძინა ივანიშვილი "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელთან ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრებსაც ადასტურებს, თუმცა ბრალდებას 4 მილიონი დოლარის გამოძალვის შესახებ უარყოფს.
 
"ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო გაუგებარია, ან ბიზნესმენებთან შეხვედრა რატომ არის ესეთი აქცენტით გაკეთებული რომ ეს თავშივე დანაშაულს შეიცავს. არსად არ ჩანს რომ მე დავსაჯე, ან ვინმემ დასაჯა. არ გაქვს საფუძველი იმის რომ კაცი დაისაჯოს და დასჯას ითხოვთ ჟურნალისტი უკვე. 
 
"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა, ეკა კვესიტაძემ ბიძინა ივანიშვილს შეახსენა ოთარ ფარცხალაძის ქონებრივი მდგომარეობა იმ პერიოდში, როდესაც ის პროკურორი გახდა, ეს იყო ბინა ჯანაშიაზე და იპოთეკური სესხი 150 ათასი დოლარის ოდენობით. კვესიტაძემ განმარტა, რომ დღეს უკვე მისი ქონება მხოლოდ თბილისში 8 ბინამდე და კომპანიაში უზარმაზარ წილებამდე გაიზარდა და ეს სულ 2 წელიწადში. ამ ინფორმაციაზე ბიძინა ივანიშვილმა "რუსთავი 2"-ს ტრადიციულად ბრალი დასდო სიცრუეში და აღნიშნა, რომ მისთვის ეს არაფერს არ წარმოადგენს.   
 
"თქვენი ტელევიზია არის სიცრუის ტელევიზია და 99% თქვენი ტელევიზიიდან მოდის სიცრუე. შესაბამისად თქვენი დასმული კითხვები ასეთ რაკურსში როგორც თქვენ მოიტანეთ ჩემთვის აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენს. რაც შეეხება ფარცხალაძეს, მასზე გამოძიება გრძელდება, ჩამოსულები არიან დაქირავებული პროკურორებიც, რომ უფრო საფუძვლიანი იყოს და მასზე ყველა კითხვას გაეცეს პასუხი,"-აცხადებს ივანიშვილი.
 

სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...