მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილის შერჩევითი მეხსიერება

ბიძინა ივანიშვილის შერჩევითი მეხსიერება

Published on

ბიძინა ივანიშვილი ვერ იხსენებს , რა კადრები გავრცელდა პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების  შესახებ  2016 წელს.
 
. ყოფილ პრემიერს სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები ინტერვიუს დროს „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა შეახსენა და საქმის გამოძიების შესახებ განმარტება მოითხოვა.
 
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მსგავსი შემთხვევა არ ახსოვს. მან ჟურნალისტებს იმ პირების ვინაობის დასახელება მოსთხოვა, ვის შესახებაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა.
 
„შვილებს ვფიცავარ, თუ ვკეკლუცობდე და რამეს ვმალავდე, ვერ ვიხსენებ, რაზეა საუბარი, 2016 წელს რა იყო ასეთი საგანგაშო,“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
 
არ არის ძნელი ასახსნელი, რატომ ახსოვს ასე კარგად თავისი 6 წლის წინანდელი დაპირებები , რომელთაც დღემდე ზედმიწევნით იმეორებს და არ ახსოვს ორი წლის წინანდელი სკანდალი, რომელიც მისი ხელისუფლების   მიერ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის  დარღვევის  ამაზრზენი მაგალითია. 

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...