მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპრეზიდენტო არჩევნებს NDI-ის 16 წარმომადგენელი დააკვირდება

საპრეზიდენტო არჩევნებს NDI-ის 16 წარმომადგენელი დააკვირდება

Published on

NDI-ის სადამკვირვებლო მისია საქართველოშია – 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ორგანიზაციის 16 წარმომადგენელი დააკვირდება.
 
პირველადი შედეგები არჩევნების მეორე დღეს, საგანგებო პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი, საბოლოო ანგარიში კი სავარაუდოდ, 1 თვის ვადაში გამოქვეყნდება.
 
ორგანიზაციის რეპორტში მოხვდება ბოლო დროს გავრცელებული ფარული აუდიო ჩანაწერებიც, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, არასამთავრობო სექტორის მიმართ.
 
NDI არჩევნებს, მთელი საქართველოს მასშტაბით დააკვირდება.
 
"მაღალი რანგის დელეგაცია საქართველოში არჩევნების დღეს მიმდინარე მოვლენებს, ასევე ხმების დათვლის პროცესს დააკვირდება. მეორე დღეს ჩვენ განცხადებას პრესკონფერენციაზე გავაკეთებთ, რომელიც არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მთლიან წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს შეეხება. მოგვიანებით კი ანალიტიკოსების მუშაობის შედეგებზე დაყრდნობით, დეტალურ ანგარიშს წარვადგენთ. ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი შეშფოთების საგანია თავდასხმები სამოქალაქო სექტორზე  წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. ჩვენ ასევე გვყავს დამკვირვებლები, რომელებიც თვალს ადევნებენ ომეგას და აუდიო ჩანაწერების საქმეს. მოვლენები საარჩევნო კამპანიის დროს განვითარდა. ეს ახლა ზოგადი პოლიტიკური გარემოს ნაწილია და ჩვენს ანგარიშში ამ საკითხსაც შევეხებით,"-განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა. 

სიახლეები

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია. ამავე კორპუსში ცხოვრობს მურთაზ ზოდელავაც. რამდენიმე წუთის წინ...

დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე – ქურდი მთავრობა გვაღარიბებს- ხოშტარია

"არ შევყვეთ "ოცნებას" ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში, დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე - ქურდი მთავრობა...

ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დასადგენად ემზადება. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის...

აქტივისტი როსტო ზარანდია ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა

როსტო ზარანდია, რომელმაც ანაკლიაში "მეგობარი აქტის" 380-მეტრიანი გეოგლიფი გამოსახა, ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა. ზუგდიდის...