მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,საოცნებო'' კორუფცია: ქვეყნის სიმდიდრის 97% - ხელისუფალთ, 3 % - ...

,,საოცნებო” კორუფცია: ქვეყნის სიმდიდრის 97% – ხელისუფალთ, 3 % – ხალხს

Published on

ოპოზიციის წარმომადგენლები   ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამდიდრებულთან ფეშენებლური ვილების თემას ეხმაურებიან და საუბრობენ კორუფციულ ჭაობზე, რომელიც მაღალ ეშელონებში გაბატონდა.
 
  „ლეიბორისტული პარტია“ დარწმუნებულია, რომ ფეშენებელური სახლების აშენება, რომლებიც „ოცნების“ მაღალჩინოსნები 2012 წლის შემდეგ  ცხოვრობენ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა კორუფციული გზით მიტაცებული თანხებით მოახერხეს. მიშა ქუმსიშვილის განცხადებით  მთავრობის წევრები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსავლამდე სოციალურ შემწეობას იღებდნენ, ახლა ფეშენებელურ სახლებს ფლობენ.
 
“ხდება ის რაზეც დიდი ხანია "ლეიბორისტული პარტია" საუბრობს. მოსახლეობის 3 %-ს ჩაგდებული აქვს ხელში დანარჩენი 97% ის ქონება,“-განაცხადა მიშა ქუმსიშვილმა. 
 
მისი თქმით, პროკურატურა რომ არსებობდეს ამ ქვეყანაში ხელისუფლების, ნაწილი უკვე იქნებოდა განახევრებული. 
 
 
საქართველო არის უკიდეგანო კორუფციულ ჭაობში – ასეთია გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის შეფასება იმ ფეშენებელურ სახლებთან დაკავშირებით, რომლებიც "ოცნების" მაღალჩინოსნებმა 2012 წლის შემდეგ აიშენეს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, მას უმუშავია საჯარო სამსახურში და კარგად იცის, რომ თუნდაც კრედიტით, როგორც იმართლებს თავს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, ამხელა სახლის აშენებას ვერავინ გაწვდებოდა.
 
„მე საჯარო სამსახურიდან წამოვედი 3 ოთახიანი ბინით, რომელიც კრედიტით შევიძინე და ძალიან კარგად ვიცი იმ შემოსავლით რას ნიშნავს სახლის მშენებლობა. საერთოდ გაიფიქრო ადამიანმა, იმიტომ რომ მაშინ საერთოდ აღარც უნდა ჭამო, აღარც ოჯახი უნდა არჩინო და არ მქონდა დაბალი ხელფასი საჯარო სამსახურისთვის, დაახლოებით 5000 ლარი იყო ჩემი შემოსავალი და მე ვერასდროს ვერ გადავწყვეტდი კერძო სახლის მშენებლობას როცა ნამუსიანად მუშაობ,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 
 
მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოკალათებული ჩინოვნიკები, რომლებიც ლამის სოციალურად დაუცველის სტატუსიდ მოვიდნენ ხელისუფლებაში გამდიდრდნენ და იშენებენ ფეშენებელურ სახლებს. 
 
 
''ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი ეხმაურება ირაკლი სესიაშვილს , რომელმაც გადაცემა  "არჩევანის" ეთერში მისი ფეშენებელური სახლის აშენების ხარჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან სამ სართულიანი სახლი ბინის გაყიდვიდან მიღებული თანხით ააშენა. ირმა ნადირაშვილი განცხადებით, ის გაოცებულია, როდესაც ირაკლი სესიაშვილი საუბრობს ასეთ ფაქტებზე, იმის ფონზე, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი შიმშილობს. ირმა ნადირაშვილის თქმით, მაშინ როდესაც უეცრად აღმოჩნდა, რომ მაღალჩინოსნების ახლობლებს მოულოდნელად გაუჩნდათ ისეთი შემოსავლები, რომ სასახლეებს აგებენ, ბუნებრივია კორუფციაზე ჩნდება ეჭვები. 
 
„ეს ეჭვები ჩნდება იმიტომ, რომ მოულოდნელად  აბსოლუტურად ყველა მთავრობის წევრის ცოლი, შვილი, მათი მეგობრები, ნათელმირონები უეცრად აღმოჩნდნენ ყველაზე ჭკვიანები. იშოვეს სამსახური, მოახერხეს ბიზნესის კარგად წარმართვა და აიშენეს სახლები,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

სიახლეები

“იმედი მაქვს სანქციები არ დაიგვიანებს!” – სინდისის პატიმარი, ირაკლი ქერაშვილი EU საელჩოებს წერილით მიმართავს

სინდისის პატიმარი, ირაკლი ქერაშვილი ევროპული ქვეყნების საელჩოებს წერილით მიმართავს. გლდანის საპყრობილეში გამოკეტილი, ოლიგარქის რეჟიმის...

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ სამ პირს ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...

სენატში MEGOBARI აქტის განხილვა 27 მარტს გაიმართება – რაუფოღლუ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი MEGOBARI Act-ს27 მარტს განიხილავს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში...

რა ადგილი ეჭირა “მერაბ სოხუმსკის” ცხოვრებაში ძმას და რა შეიძლება მოჰყვეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობას

"თაიმერი" ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც განხილულია თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გუშინდელი თავდასხმა ლევან ჯანგველაძეზე, რომელიც...