მთავარისიახლეებიპოლიტიკასაჯარო მოსამსახურეებს სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ - ახალი ჩანაწერი

საჯარო მოსამსახურეებს სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ – ახალი ჩანაწერი

Published on

ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და ამომრჩეველზე ზეწოლა ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატის მხარდასაჭერად – გაერთიანებულმა ოპოზიციამ ახალი სატელეფონო ჩანაწერები წარადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ საჯარო მოსამსახურეებზე კვლავაც გრძელდება ზეწოლა და მათ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ.
 
ჩანაწერის ავტორი სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს, შოთა კარასაშვილსა და სტელა ხაჩატურიანს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის სტატუსით ეცნობა. ჩანაწერის ავტორი კომპანიის თანამშრომლებს ეკითხება, მიიღეს თუ არა დავალება სატრანსპორტო კომპანიიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა მივიდნენ და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.
 
„- სატრანსპორტო კომპანიიდან ხომ მიიღეთ დავალება, რომ არჩევნებზე მიხვიდეთ?
–      კი…
–      და ხმა სალომე ზურაბიშვილს უნდა მისცეთ?
–      ეგ კი, ეგ კი…“- პასუხობს ჩანაწერი ავტორს კომპანიის თანამშრომელი.
 
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერია საჯარო სამსახურის თანამშრომლების მობილიზებას ახდენს, რაც კანონდარღვევა და არჩევნების გაყალბების მცდელობაა.

სიახლეები

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია. ამავე კორპუსში ცხოვრობს მურთაზ ზოდელავაც. რამდენიმე წუთის წინ...

დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე – ქურდი მთავრობა გვაღარიბებს- ხოშტარია

"არ შევყვეთ "ოცნებას" ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში, დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე - ქურდი მთავრობა...

ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დასადგენად ემზადება. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის...

აქტივისტი როსტო ზარანდია ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა

როსტო ზარანდია, რომელმაც ანაკლიაში "მეგობარი აქტის" 380-მეტრიანი გეოგლიფი გამოსახა, ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა. ზუგდიდის...