მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა გიგაური იუსტიციის მინისტრის კრიტიკას „სამოქალაქო სექტორზე სრულიად უადგილო შეტევად“ აფასებს

ეკა გიგაური იუსტიციის მინისტრის კრიტიკას „სამოქალაქო სექტორზე სრულიად უადგილო შეტევად“ აფასებს

Published on

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის კრიტიკას „სამოქალაქო სექტორზე სრულიად უადგილო შეტევად“ აფასებს.კოპენჰაგენის საერთშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე წულუკიანის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ დაკავშირებით გაკეთებული კრიტიკული განცხადების პასუხად აღნიშნა, წულუკიანი საერთაშორისო ფორუმზე ჭორაობით დარტყმას საკუთარ თავს და ქვეყანას აყენებს.„იმის მაგივრად, რომ პასუხი გასცეს ბრალდებებს, რომელიც სავარაუდო კორუფციასთან და კონკრეტული ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით არსებობს, პირად თავდასხმებზე გადმოდის და სამოქალაქო სექტორზე სრულიად უადგილო შეტევებს აგრძელებს.
მაშინ, როდესაც სტრუქტურულ რეფორმებს ვითხოვდით ანტიკორუფციული მიმართულებით, იგნორირებას უკეთებდა ამ მოთხოვნას. არ დაუჭირა მხარი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის ინიციატივას, რომლის საჭიროებაც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩინა.
ამის სანაცვლოდ იმეორებს დაუსაბუთებელ ბრალდებებს და ფაქტობრივად ჭორაობს საერთაშორისო ფორუმზე, რითაც პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებს დარტყმას და წამოაჩენს არასერიოზულად და შემდეგ ქვეყანას, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა გიგაურმა.
 
თეა წულუკიანმა კოპენჰაგენის საერთშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, 7 ნოემბრის აქციის დაშლაში „საკუთარი წვლილის“ შეტანაში დაადანაშაულა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...