მთავარისიახლეებიპოლიტიკაროგორ ავარდა გიორგი კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილთან - „ომეგა ჯგუფის“ სკანდალში...

როგორ ავარდა გიორგი კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილთან – „ომეგა ჯგუფის“ სკანდალში ახალი ჩანაწერი გამოჩნდა.

Published on

„ომეგა ჯგუფის“ სკანდალში ახალი გვარი გამოჩნდა. ჩანაწერში, რომელიც ცოტა ხნის წინ „კურიერმა“ მოიპოვა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ყიფიანი ჰყვება, რომ „ომეგას“ საქმეზე გიორგი კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც რეპრესიული მანქანა ამოქმედდა . ჩანაწერში  ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელი ნიკოლოზ ასანიძე საუბრობენ. ყიფიანი სატელეფონო ჩანაწერში ამბობს, რომ ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილს ჰქონდა მძაფრი რეაქცია. ის აცხადებს, რომ ის ბიძინა ივანიშვილთან "ავარდა". 
 
შესაბამისად, ჩანაწერი ასახავს სავარაუდოდ იმ ეპიზოდს, რომელზეც ზაზა ოქუაშვილი ორი დღის წინ "რუსთავი2"-ის ეთერში საუბრობდა. მას შემდეგ, რაც შედგა შეხვედრა ზაზა ოქუაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, საქმეში ჩაერთო, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. სწორედ ფარცხალაძის ჩართულობის გასარკვევად დაუკავშირდა ყიფიანი კვირიკაშვილს. 
 
 ,,ლევან ყიფიანი იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან მივიდა და ჰკითხა ამ საქმეში ოთარ ფარცხალაძეს რა როლი ჰქონდა. თავის მხრივ, კვირიკაშვილი ამ საკითხის გასარკვევად პირადად ბიძინა ივანიშვილთან მივიდა, რომლისგანაც მიიღო დასტური, რომ ოთარ ფარცხალაძე მისი მითითებით მოქმედებდა.„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქმეში კვირიკაშვილის ჩარევით უკმაყოფილო დარჩა და ფარცხალაძეს დაავალა ლევან ყიფიანისთვის ჭკუა ესწავლებინა.'' განაცხადა მაშინ ზაზა ოქუაშვილმა. 
 
 
და აი, ეს დასტურდება სატელეფონო ჩანაწერით.
 
ლევან ყიფიანი: მითხრა რომ დაიჭირე ამასთან.
 
ნიკოლოზ ასანიძე: ბიძინას ——
 
ლევან ყიფიანი: კი, ოთართან დავიჭირე აი ეს იყო ბოლო ჩვენი შეხვედრა ა მოვედი მივედი ოთარისთან ასე თუ ისე მე გაყოფილი მაქვს თავი შარში და ის პრობლემები რომლებიც იყო შექმნილი და რომელიც მე ეხლა ბიძინამაც შენიშვნა მითხრა რატომ არ მოხვედი ჩემთან რატომ მიხვედი სხვაგან რატო ისა და ასე ვთქვათ მე ავიღე ჩემ თავზე ეს უდარი.
 
ნიკოლოზ ასანიძე : საიდან გახმაურდა? როგორ იმას ქნა ეს ამბავი ერთხელ დამირეკე შენ და მითხარი რომ …
 
ლევან ყიფიანი: მივედი პრემიერ მინისტრთან და ვუთხარი ესე და ესე და პრემიერ მინისტრი ავარდა იქა და უთხრა ესე და ესე რო რაღაცა ეს. ისე შენო რას პანიკობო ესო ყველაფერიო…
 
ნიკოლოზ ასანიძე: ეს ოთარიმ გითხრა?
 
ლევან ყიფიანი: ეს მითხრა კვირიკაშვილმა.
 
ნიკოლოზ ასანიძე: არა ჯერ ოთარისთან გქონდა რაღაც დაძაბულობა.
 
ლევან ყიფიანი: დაძაბულობა უთხარი რომ რა გინდა მეთქი შენ? რა გინდა მეთქი შენ? მე და ზაზა ერთად მივედით ზაზას ელაპარაკა მე უთხარი რომ მე უთხარი, ზაზა არ არი მეთქი მერე მე მივედი მარტო ზაზა არ წამომყვა და მივედი მარტო. ნუ იქაც მოხდა შელაპარაკება.
 
ნიკოლოზ ასანიძე: შაბათს მირეკავდი რაღაც მინდა გითხრაო და მერე ბავშვთან ვარ ეხლაო გასვენებაში ვიყავი.
 
ლევან ყიფიანი: კი, კი ხოდა მაგას გიყვები ხოდა მაგას გიყვები. მერე მოხდა ისე რო იქ ბიძინამაც ჩაერთო მეორედ, არა მეთქი ყველაფერი მოვაგვარე, ჩვენი საერთო მეგობარი ჩადგა შუაში ანუ ის დაძაბულობა მოიხსნა.

სიახლეები

გიორგი ჩიკვაიძემ ციხეში შიმშილობა დაიწყო

პატიმრობაში მყოფმა გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო - ინფორმაციას ბიზნესმენის დედა, ეკა წერეთელი ავრცელებს. მიზეზად პატიმრის...

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...

დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული-კობახიძე

რეალურად, ეს ყველაფერი უცხოური სპეცსამსახურების მიერაა დაფინანსებული, როგორც ეს მოხდა იგივე მაიდნის შემთხვევაში....