მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ შეუჭამა შოკოლადი პოროშენკოს?

ვინ შეუჭამა შოკოლადი პოროშენკოს?

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მას არ აქვს შემოსავალი რუსეთში მდებარე საწარმოებიდან.
 
„პოროშენკოს რუსეთში ბიზნესი არ აქვს და არ შეიძლება რომ ჰქონდეს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
 
მისი თქმით, რუსეთში, ლიპეცკის ოლქში მდებარე საკონდიტრო ქარხანა „როშენი“ დაყადაღებულია.
 
„ამ მიზეზის გამო შეუძლებელია ამ ქარხნის გაყიდვა ან გადაცემა. რუსეთმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ უკრაინის ოპოზიციას საბაბი ჰქონოდა დავედანაშაულებინე ლიპეცკში ჩემი ქარხნის არსებობაში“, – აღნიშნა მან.
 
კორპორაცია „როშენი“ პეტრო პოროშენკოს აქტივია. ის ხუთ საკონდიტრო ქარხანას შეიცავს. 2015 წელს ლიპეცკში მდებარე ქარხნის ხელმძღვანელობასთან მიმართებაში რუსეთის შესაბამისმა ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით აღძრეს.

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...