მთავარისიახლეებისაზოგადოება.„მე ვთქვი, რომ სამეგრელოს მეზობელია“- სალომე ზურაბიშვილს აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების...

.„მე ვთქვი, რომ სამეგრელოს მეზობელია“- სალომე ზურაბიშვილს აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო თავის მართლება მოუხდა

Published on

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. იგი  იქ  პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად მივიდა.

 
ზურაბიშვილის განცხადებით, ახალი პრეზიდენტის მოვალეობა ქვეყნის გამთლიანება იქნება და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
 

"საქართველოს პრეზიდენტი დღევანდელი კონსტიტუციითაც და ახალი კონსტიტუციით კიდევ უფრო მეტად იქნება ერთადერთი დამცველი აფხაზური ენის, აფხაზური იდენტობის და გამთლიანების. ეს არის მისი მოვალეობები. მთელი ჩემი სულით და ენერგიით ვეცდები დავიცვა ეს მოვალეობა",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვლი ვერც ამჯერად გავიდა ხალხში ისე, რომ მწვავე შეკითხვები არ მიეღო:

 .„მე ვთქვი, რომ სამეგრელოს მეზობელია“- აფხაზეთთან დაკავშირებით ამ განმარტების გაკეთება პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს აფხაზეთში გარდაცვლილთა პატივის მისაგებად მემორიალთან მისულ მოსახლეობასთან მოუწია

მოქალაქემ ზურაბიშვილს ჰკითხა, თუ რატომ უწოდა მან აფხაზეთს „განგრენა“, რაზეც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ეს არის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაჟღერებული ტყუილი.

სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.
 
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებას 14 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...