მთავარისიახლეებისაზოგადოება25 წელი სოხუმის დაცემიდან

25 წელი სოხუმის დაცემიდან

Published on

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაშვებულია.სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.„ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ” მიღწეული შეთანხმების დარღვევით მოწინააღმდეგემ სოხუმის აღება შეძლო.რუსულმა, ჩრდილოკავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი. ტყვედ აყვანილი ადამიანები, რომლებმაც სოხუმი არ დატოვეს, დახვრიტეს.
ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...