მთავარისიახლეებისაზოგადოებასაყვედური კირცხის ბაღის გამგეს და მშობლების მიერ ტორტით გამოხატული მადლიერება

საყვედური კირცხის ბაღის გამგეს და მშობლების მიერ ტორტით გამოხატული მადლიერება [Video]

Published on

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში ახალი საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებაზე საზეიმო ტორტზე „ქართული ოცნების“ დაწერისა და დროშის გაფენის გამო ბაღის დირექტორს საყვედური მისცეს. ბაღის დირექტორი ამბობს,რომ ეს მშობლების საჩუქარი იყო, რომელიც მადლიერების გამოხატულებაა ხელისუფლებისადმი.,,ვიცოდი რომ აკეთებდნენ ტორტს და მეც არ მიმიქცევია ყურადღება, არ მეგონა თუ ასეთი აჟიოტაჟი მოყვებოდა ამ ამბავს,,_ აღნიშნა დირექტორმა. ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა ასევე დაადასტურეს,რომ ტორტი მათი სურვილით შეუკვეთეს და ამით მადლიერება გამოხატეს ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ. ჩხოროწყუს გამგებლის დავით გოგუას თქმით, საყვედური მიიღო როგორც გამგემ,ასევე ააიპის ხელმღვანელმაც, რადგან სწორედ მათ ევალებოდათ სიტუაციის კონტროლი.გოგუას თქმით, მისთვის მსგავსი ქმედება მიუღებელია.

 

სიახლეები

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 7 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება...

სუს-ში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური გამოიკითხა

შსს-ს ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით გამოიკითხა ცნობისთვის, 2025 წლის...

რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შევუჩერეთ – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. "სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის...

მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავა – მათ საქართველოდან გააძევებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს - მათ...