მთავარისიახლეებისაზოგადოება"რუსეთის ადამიანია, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს" - რას ფიქრობს ხალხი სალომე...

“რუსეთის ადამიანია, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს” – რას ფიქრობს ხალხი სალომე ზურაბიშვილზე

Published on

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მმართველი პარტიისათვის პრეზიდენტობის ყველაზე სასურველი კანდიდატი აღმოჩნდა, კატეგორიულად მიუღებელია მოსახლეობისათვის. მისი  ოდიოზური განცხადებებიდან განსაკუთრებით მწვავე რეაქცია მოყვა განცხადებებს  2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს ბრალეულობის შესახებ.  ეს მკაფიოდ გამოჩნდა რუსთავი 2 – ის გამოკითხვაში რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, მათ თშორის სამეგრელოს რეგიონში ჩატარდა. 
 
სენაკში, ზუგდიდში, ფოთში  თვლიან, რომ სალომე ზურაბიშვილი მოღალატეა, რადგან თვითონ რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ომისთვის მზადება 2008 წლამდე გაცილებით ადრე დაიწყო
 
„ტყუილია ეგ. ვინ დაიწყო, ჩვენ იქით წავედით თუ რუსები მოვიდნენ აქ ბავშვების დასახოცად? რამდენი ბავშვი დახოცეს, რამდენი სახლი ააფეთქეს? ჩვენ წავედით რუსეთში? არ შეიძლება ასე!“ –   ამბობენ ზუგდიდში. 
სალომე ზურაბიშვილის გარდა ვერ მოძებნეს ვერავინ? გაუშვან ისეთი, ვისაც ტვინი აქვს და მოემსახურება ხალხს“ –
„გასაგდებია, საიდანაც მოვიდა, იქ უნდა გაუშვან,“ – ამბობენ სენაკში. 
 
მწვავე შეფასებები კეთდება აჭარაში,  გურიაში, იმერეთში, კახეთში, შიდა ქართთლში,  სამცხე-ჯავახეთში:  
 
 "რუსეთის ადამიანია, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს" 
არ ვიცით ჩვენ, ვინ დაიწყო ომი? დაქცეულმა პუტინმა დაიწყო“
  „ჩემი შვილი ომში იყო და დაიჭრა იქ, სალომეს აზრი მოეკითხება საერთოდ? ვინ დაიწყო ომი და რუსეთმა“ 
 
 განსაკუთრებით აღშფოთებული არიან დევნილები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან 
,, ზურაბიშვილს არც არაფერი დაუკარგავს, დავკარგეთ ჩვენ. ის, რომ რუსეთს ამართლებს, ეს არის საშინელება,,
,, პუტინი თავად აცხადებს, რომ სამი წელი ვემზადებოდი მე ამ ომისთვის და სალომე ზურაბიშვილი და ბურჯანაძე ლაპარაკობს, რომ ომი, თურმე, ჩვენ დაგვიწყია და ეს არ არის სწორი,“„
ომი დაიწყო რუსეთმა, ჩემი სახლის გვერდით იდგა იმათი ჯარები. რა უნდოდათ აქ?„
, ჩვენ ჩვენს მოსახლეობას არ ვბომბავდით და არც აფხაზეთია ჩვენი მეზობელი, ის ჩვენი ქვეყანაა. ვერც მე ვიქნები ვერავის მეზობელი იმიტომ, რომ ახალგორი საქართველოა და ამას რომ ქალი ამბობს, ჩათვალე, რომ ის უკვე პოლიტიკური მკვდარია. აქ ის ხმას ვერ მიიღებს. გულნატკენი კი არა, აღშფოთებული, გაცოფებული ვარ, გაგიჟებული ვარ,“ – აცხადებენ დევნილები. 
 
 აგვისტოს ომზე გაკეთებული განცხადებების გამო, აკრიტიკებენ  კანდიდატს დედაალაქშიც,  ,,ქულებს იწერს ივანიშვილთან, ივანიშვილი კიდევ მოსკოვთან" – ამბობენ თბილისელები .ზურაბიშვილის განცხადებები ქართული ჯარის შეურაცხყოფაა.
არ არის ღირსი, რომ საქართველოს მხედართმთავარი გახდეს.
 

რაც შეეხება მოლოდინებს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში მოქალაქეების დიდი ნაწილი თვლის, რომ, თუ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში გაიმარჯვებს, ქვეყანას ცრუ პრეზიდენტი ეყოლება
 
“ „ეგ რომ პრეზიდენტად ავირჩიოთ, ჩათვალეთ, რომ საქართველო აღარ არის''

 „არაფრით არ ვისურვებდი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად… სამარცხვინოა“ – 
 "სად სალომე ზურაბიშვილი და სად პრეზიდენტობა?" 
 

გამ.ოკითხული მოქალაქეების მხოლოდ ერთეული ნაწილი  გამოხატავს სალომე ზურაბიშვილის მიმართ სიმპათიას და ამბობს, რომ მზად არის, არჩევნებში ხმა მისცეს. 

სიახლეები

ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება“ ჰოსპიტალიზებულია

"ხარება" კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაცია ტვ პირველმა გაავრცელა. გდდ-ის ხელმძღვანელს მხრის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს...

სანქცირებულმა გომელაურმა სანქცირებული თადუმაძე მოადგილედ დაინიშნა

რამდენიმე ქვეყნის მიერ, მათ შორის მაგნიტსკის სიაში მყოფმა ვახტანგ გომელაურმა სანქცირებული შალვა თადუმაძე მოადგილედ...

აშშ-მა უკრაინას $2,5 მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას თითქმის $2,5 მილიარდიანი სამხედრო დახმარება გამოუყო - „ ვამაყობ, რომ ვაცხადებ დაახლოებით...

ევროპული ახალი წელი ზუგდიდში-31 დეკემბერს ზუგდიდში აქცია გაიმართება

ამბობენ, რომ ახალი წელი ის დღეა, რომელსაც შენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად უნდა შეხვდე და...