მთავარისიახლეებიპოლიტიკაიუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსზე დარეგისტრირებული კანდიდატების მეორე ეტაპზე დაშვების...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსზე დარეგისტრირებული კანდიდატების მეორე ეტაპზე დაშვების შესახებ საკითხს განიხილავენ

Published on

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელიც 11:00 საათზეა დაწყო,  საბჭოს წევრები  მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსზე დარეგისტრირებული კანდიდატების მეორე ეტაპზე დაშვების შესახებ საკითხს განიხილავენ. 
 
როგორც ცნობილია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. საბჭომ მოსამართლეებს 43 ვაკანტური ადგილი შესთავაზა. რეგისტრაცია 6 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. საუბარია ღია კონკურსზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც მოსამართლეობის სურვილი აქვს და აკმაყოფილებს კანონის შესაბამის კრიტერიუმებს. კერძოდ, ასეთები არიან: მოქმედი მოსამართლეები, ყოფილი მოსამართლეები, აგრეთვე ის პირები, რომლებმაც დაამთავრეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი.
 
რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციას, მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა, საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე შეასრულებს.
 
შეგახსენებთ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2018 წლის 2 აგვისტოს დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად გვენეტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება დაასახელა.

სიახლეები

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი დედებს – წამალს ამ ეტაპზე არ შემოიტანენ

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუსშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის წამალს ამ ეტაპზე არ...