მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი - რუხაძის ავანტიურა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩაფლავდა

ივანიშვილი – რუხაძის ავანტიურა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩაფლავდა

Published on

ჰოლანდიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა  ლიბერთი ბანკის მფლობელის, ირაკლი რუხაძის სარჩელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ. 
 
„ივანიშვილის მთავარმა ოლიგარქიულმა დასაყრდენმა რუხაძემ ,მთლიანად წააგო მისი სარჩელი ჩემს წინააღმდეგ ჰოლანდიურ სასამართლოში.სასამართლომ ის აღიარა საჯარო პოლიტიკაში ჩართულ პირად და უარყო ის მტკიცება, თითქოს ,ის მხოლოდ კერძო ბიზნესშია.ამ გადაწყვეტილებით,პრაქტიკულად,დამტკიცდა ქართული პოლიტიკის ოლიგარქიული ხასიათი'' – წერს მიხეილ საააკაშვილი თავის პირად ფეისბუქგვერდზე.
 
,,ამათ ეგონათ, რომ ჰოლანდიის სასამართლო არის ბიძინას სასამართლოსავით, არის იმ სასამართლოსავით, რომელმაც ორი ყალბი განაჩენი გამომიტანა და მესამე გამოაქვს ახლა. ამათ ეგონათ, რომ აქაც ფულით იყიდება ყველაფერი. ჰოლანდიის მოსამართლეს დასჭირდა ერთი სხდომა, რომ ყველაფერზე ეთქვა უარი მათთვის, ყველაფერში გარკვეულიყო უცებ.  ,ასეთია განსხვავება ივანიშვილის სამართალსა და ნამდვილ ევროპულ სამართალს შორის. ეს არის მწარე გაკვეთილი ბიძინასთვის. ბიძინას ევროპაში ელის ევროპაში სასამართლო.  საქართველოში როცა იქნება სამართლიანი სასამართლო, ერთი სხდომაც დასჭირდება, ყველაფერი დადგენა თავის ადგილას. ,“ – აცხადებს ამიხეილ სააკაშვილი
 
 
შეგახსენებთ,  ლიბერთი ბანკის მფლობელმა ირაკლი რუაძემ რამდენიმე თვის წინა მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიის სასამართლოში მისი საჯარო განცხადებების გამო უჩივლა და პატივისა და ღირსების შელახვისთვის ბოდიშის მოხდა მოითხოვა
 
საქმე ეხება ბანკების შესახებ გაკეთებულ განცხადებას, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ირაკლი რუხაძე და ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ბიზნესინტერესების ლობირებასა და მოსახლეობის ინტერესების დაზარალებაში დაადანაშაულა
 
ორი კვირის წინ გამართულ სხდომაზე ჰოლანდიის  ქალაქ მიდლბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიტიკური განცხადებები პოლიტიკური დებატების ფორმატში ჯდებოდა და ირაკლი რუხაძეს ამით ზიანი არ მისდგომია. ამავე სხდომაზე ითქვა, რომ სასამართლო  განაჩენს საქმეზე – ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ – ორ კვირაში გამოაცხადებს. 
 
ამრიგად, დღეს სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჯაროვდა – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოდან მიიღეს ოფიციალური შეტყობინება, რომ რუხაძის სარჩელი არ დაკმაყოფიდა. 

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...