მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ საქმიანობას შიდა აუდიტის სამსახური შეისწავლის

,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ საქმიანობას შიდა აუდიტის სამსახური შეისწავლის

Published on

"ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ საქმიანობას შიდა აუდიტის სამსახური შეისწავლის.საკითხით დაინტერესება სოციალურ ქსელში ა. ო."არტ-უნივერსალის" ხელმძღვანელის ხატია ჯანაშიას პოსტმა გამოიწვია. ჯანაშია წერს, რომ ზუგდიდის მერიის დაქვემდებარებულ ააიპებში რთული მდგომარეობაა და აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვს. ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ სახელმწიფო აუდიტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდებიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებით! გასარკვევია რა ხდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ გაერთიანებულ აიპიებში?! რატომ მოხდა წელს ორჯერ ხელფასის სეკვესტრი?! რატომ არ დაგვერიცხა იანვრის ხელფასი?! რატომ არის საქართველოს შრომის კოდექსი დარღვეული?! რატომ დაიწყო სეკვესტრის მერე არამიზნობრივი რემონტი კომბინატის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში?! რატომ აყარეს პარკეტი და რატომ მოუწიათ ცხრაჯერ მეტლახის დაგება?! რატომა არის ბიუჯეტის თანხები გაფლანგული და რატომ მოაკლდა ხალხს ისედაც მიზერულ ხელფასზე 20-20%?! რატომ გვეუბნებიან მერიაში "შრომის კოდექსით კარგახანია არ ვხელმძღვანელობთო"?! თუ ბიუჯეტს უჭირს, (ჯერ გასარკვევია რატომ გაუჭირდა)!!! რატომ ეჭრებათ ხელფასი მხოლოდ ააიპ-ებში და რატომ იცავს კანონი მერიის, ზოგადად საჯარო მოხელეების უფლებებს და რატომ არის ფეხქვეშ გათელილი ააიპ-ების თანამშრომლების უფლებები?! აი ასეთი პასუხით გამომისტუმრეს მერიიდან და რას ნიშნავს იქნებ ესეც აახსნევინონ სახელმწიფო აუდიტიდან ჩამოსულებმა ამ კომპეტენტურებს!!! ამ კომენტარის მერე არ გამოვრიცხავ მერიაში მესამედ დამიბარონ და მუქარითა და გონორით მითხრან: "რა იყო ხატია, კანონის ენაზე დაგვიწყე საუბარი"-ო?!…. ოღონდ კანონის ენაზე საუბარი უკანონობად როდის მერე ითვლება ეგ ვერ გავიგე და მაინც, კომბინატის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან რამოდენიმე ააიპ-ის გაერთიანების და ახალი დირექტორ-იურისტის დანიშვნის მერე რა ჯანდაბა ხდება ეგაა გასარკვევი თან სასწრაფოდ!!! ამდენი ცინიზმი, ამდენი აგრესია, ამდენი დაცინვა, არამიზნობრივი ხარჯები, ყოველი კონცერტისთვის განათების დაქირავებაში გადახდილი 2100 ლარები! მაშინ როცა ბიუჯეტში თანხა არ გვყოფნისო და ორჯერ მოახდინეს ხელფასის სეკვესტრი! უხარისხო მეტლახში გადახდილი 30000 ლარი!!! რაც იმას ნიშნავს რომ კანონი დაირღვა, რადგანაც, როდესაც ხდება სახელფასო სეკვესტრი, სახელფასო ფონდის ხელის ხლება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, სარემონტო თუ ინფრასტრუქტურული საქმიანობის ან კიდევ სხვა ღონისძიების განხორციელება, მიუხედავად იმისა, ბიუჯეტში რემონტისთვის გამოყოფილიც რომ იყოს თანხა, უნდა შეჩერდეს!!!!
თუ არსებობდა 2100 ლარები, 30000 ლარები უაზრობებში დასახარჯად ისედაც გამათხოვრებულ ხალხს რატომ ასეკვესტრებდით 40%-ით?!… 
გასარკვევია ვინ ლობირებს მსგავს არაპროფესიონალებს, არაკომპეტენტურებსა და საქმის მიმართ აბსოლიტურად უვიცებს?! ხელოვნებისა და კულტურის განვითარების გარდა მანდ ყველაფერი ხდება!!!! რატომ ახდევინებენ საკუთარ თანამშრომლებს, საკუთარი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში, საკუთარ სამსახურში არენდის თანხას?! ეგეც გაერთიანების და ახალი დირექტორის დანიშვნის მერე ხდება!!!! ერთ დროს ვთქვი და განვმეორდები, კულტურაში უკულტუროებს არაფერი ესაქმებათთქო, ხელოვნურობისა და უკულტურობის განვითარების ცენტრად იქცა ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი.
ყველაფერი გამოსაძიებელია, აქ ვერ დავწერ (ფორმატი არ მეყოფა) კიდევ უამრავ დარღვევაზე სალაპარაკოდ, ამიტომაც უნდა მოხდეს სახელმწიფო აუდიტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამ ყველაფრის გამოძიება!!!- წერს ხატია ჯანაშია და აქვე მიმართავს შსს-ს, განათლების სამინისტროს და საჯარო სამსახურის ბიუროს.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...