ლეონარდო და ვინჩის დედა აფხაზი ჰყოლია – მეცნიერება აფხაზურად

0
501
ლეონარდო და ვინჩის დედა შესაძლოა აფხაზი ყოფილიყო, – აქედან წმონად წაყვანილი ქალი – არც მეტი, არც ნაკლები ასეთ ჰიპოთეზას აყენებს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი , აფხაზეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა წიგნში ,,კატერინას გამოცანა – ვინ იყო ლეონარდო და ვინჩის დედა?'' 
 
 მსოფლიო ხელოვნებათმცოდნეები საუკუნეებია ცდილობენ მოიპოვონ ინფორმაცია ქალზე, რომლის უკანონო შვილი გენიოსად მოევლინა სამყაროს და ისეთივე იდუმალებით არის მოცული, როგორც მის ტილოზე გამოსახული მონა ლიზას ღიმილი. ვიჩესლავ ჩირიკბა თავდაყირა აყენებს აქამდე არსებულ ყველა ვერსიას
 
,,ამ საკითხმა სიყმაწვილიდან დამაინტერესა, სწორედ ამან   მიბიძგა ახლებურად გამეანალიზებინა აქამდე არსებული ჩანაწერები და გადმოცემები მხატვრის ცხოვრების  ადრეული ეტაპის შესახებ  და მივედი დასკვნამდე , რომ ლეონარდოს დედა მონაქალი კატერინა სავსებით შესაძლებელია  აფხაზი ან ჩერქეზი  ყოფილიყო'' – განაცხადა ჩირიკბამ პრეზენტაციაზე, რომელიც გუშინ გაიმართა სოხუმში . 
 
 პრეზენტაციაზე   დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ იდეა,  ერთი შეხედვით,  ავანტიურისტულია, მაგრამ მხოლოდ ერტი შეხედვით – წიგნის წაკითხვა ბევრს დაარწმუნებს, რომ ავტორის მოსაზრება საკმაოდ საფუძვლიანად არის არგუმენტირებული.
 
,,წიგნში  წარმოდგენილია  ისტორიული დოკუმენტები, ფოტოები და რუკები, რომელნიც ნათელს ფენენ ფერმწერის დედის ვინაობას- ამაყად აცხადებენ აფხაზები  და მერე რა,  ეს დოკუმენტები ზოგადად ტყვეთა სყიდვას და შავიზღვისპირეთში გენუის ფაქტორიების ისტორიას ეხება და არა ლეონარდო და ვინჩის დედას.  
 
 
ჩირიკბას წიგნში დეტალურად არის აღწერილი გენუის კულტურის ისტორია აღორძინების ეპოქაში (XIII–XV სს.)
ეს იყო დრო, როცა გენუას 15 ფაქტორია ჰქონდა აფხაზეთის სანაპიროზე . აქ აქტიურად მიმდინარეობდა ტყვეთა სყიდვა და გაყვანა თავად გენუაშიც და სხვა ქვეყნებსიც. გენუის გემებს  სამუშაო ძალასთან ერთად ადგილობრივი მშვენიერი ქალებიც გაყავდათ მთელ ხმეათაუაზღვისპირეთში.  
 
ტოსკანის არქივებში დაცულია მეთხუთმეტე საუკუნის ფინანსური დოკუმენტები, რომელთაც  ნათელი შეაქვთ ლეონარდოს ცხოვრების ცალკეულ ფატებში.. ჩირიკბას მოყავს ამ დოკუმენტებში არსებული ინფორმაცია, რომელიც ეხება ლეონარდო და ვინჩის დედის შენახვისა და ასევე მისი დაკრძალვის ხარჯებს. ქალი აქ  მხოლოდ სახელით იხსენიება – ,,ლეონარდო და ვინჩის დედა ეკატერინა''.  მიუხედავად ხანგრძლივი მცდელობისა რაიმე ინფორმაციას ამ ქალის წარმოშობის შესახებ ვერ მივაკვლიე . თუმცა ძიებას დღემდე განვაგრძობ – განაცხადა ჩირიკბამ. 
 
 ამის ძალა მომანიჭა ზიგმუნდ ფროიდის ნარკვევმა ,, ლეონარდო და ვიNჩის ერთი ადრეული მოგონება'', რომელიც 1910  წლით არის დათარიღებული. ეს ნარკვევი წარმოადგენს მხატვრისა ავტობიოგრაფიული ჩანაწერებისა და მისი ტილოს,, წმინდა ანა მადონასთან და ყრმა იესოსთან '' ფსიქოანალიტიკური  ინტერპრეტაციის მცდელობას. ფროიდის ინტერპრეტაციით, სურათი არის ანარეკლი  მხატვრის აბავშვობისდროინდელი მოგონებებისა დედაზე – გლეხის ქალ კატერინაზე, რომელსაც იგი 3-5 წლის ასაკში დააშორეს. ამის შემდეგ ლეონარდო მამის – პიერო და ვინჩის ოჯახში იზრდებოდა, მამა მდიდარი და წარჩინებული ოჯახის ქალიშვილზე დონა ალვიერაზე იყო დაქორწინებული, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ქალს არ ჰქონდა შვილოსნობის უნარი და ამიტომ პიერომ გადაწყვიტა დედასთან განეშორებინა და თავად   გაეზარდა თავისი უკანონო ვაჟი. – განაცხადა ჩირიკბამ 
 
 მონა ქალთა უუფლებობის ეს მაგალითი მას  მოყავს იმის  არგუმენტად, რომ მხატვრის დედა შეიძლება  ყოფილიყო გენუაში და ფლორენციაში გაყიდული აფხაზ ან ჩერქეზი ქალი.  ჩირიკბას მეცნიერება პრობლემა არ იქნებოდა, მისთვის  რომ სხვა ისტორიკოსებსაც არ აებათ მხარი.
 
 ,,მე ვფიქრობ,  ეს სავსებით შესაძლებელია, მით უფრო, რომ ტყვეთა სყიდვა არასოდეს ყოფილა ისეთ მაღალ ნიშნულზე, როგორც ლეონარდო და ვინჩის ბავშვობაში და წინარე პერიოდში, რადგან ევროპაში შავი ჭირი იყო მოდებული და დანაკლისის შევსება აუცილებლობას წარმოადგენდა. – განაცხადა პრეზენტაციაზე აფხაზეთის ისტორიის გენუური პერიოდის ექსპერტმა ციალა ჩიჩბამ  და ჩირიკბას ვერსიის გამყარებისთვის  დამატებით არგუმენტად მოიყვანა საკუთარი თვალით ნანახი დოკუმენტი , რომელშიც გენუაში მცხოვრები ვინმე აფხაზი მარგარიტა იხსენიება. ამ ქალს სიკვდილის წინ თავისი ქონების ნაწილი ობოლთა თავშესაფრისთვის  ,, უმანკოთა სახლისთვის’’ ( Ospedale degli Innocenti) უანდერძებია., ნაწილი კი ვიღაც აფხაზი მონაქალისთვის, რომლის სახელი არ არის შემორჩენილი. ცნობილია, რომ აფხაზი და ჩერქეზი ქალები საუკეთესო ძიძებად იყვნენ არიარებული, ქალი კი ძიძა  ვერ გახდებოდა, თუ ახალშობილი არ ყავდა.  იქნებ ეს და ვინჩის აფხაზი დედა ყოფილიყო? რატომაც არა? ‘’
 
ამრიგად ,,ღრმად არგუმენტირებული ‘’ ჰიპოთეზა  გაშანშალებულია. ახლა ვიაჩესლავ ჩირიკბა  თავისი ვერსიის დადასტურებას მოელის  ამერიკელი და იტალიელი მკვლევარების ჯგუფის მუშაობის შედეგებიდან.  როგორც ცნობილია ისინი გეგმავენ ლეონარდო და ვინჩის სავარაუდო საფლავის გახსნას  ამბუაზის ციხე-ტაძარში. რა თქმა უნდა ჩატარდება დნმ – ანალიზი და სწორედეს დაადასტურებს იყო თუ არა მხატვრის დედა აფხაზი ქალი. – აცხადებს იგი. 
 
თავისთავად ვერსიაში, რომ და ვინჩის დედა შესაძლოა არა იტალიელი, არამედ  სხვა  ეროვნების ქალი ყოფილიყო , არაფერია მოულოდნელი, მაგრამ უბედურება ისაა, როგორ არის ეს ვერსია არგუმენტირებული ჩირიკბას მიერ.
 
აფხაზი მეცნიერები ამაშიც ინარჩუნებენ მემკვიდრეობითობას – მათ  არგუმენტებს,  როგორც იტყვიან, წყალი არ გაუვა, როგორც არ გაუდიოდა წყალი აფხაზი ისტორიკოს შალვა ინალ-იფას არგუმენტს იმის შესახებ, რომ სანამ ქართველები გამოჩნდებოდნენ, აფხაზეთი ისე მჭიდროდ იყო დასახლებული, რომ მთიდან ზღვაზე კატა სახურავების გავლით, მიწაზე ფეხდაუკარებლად ჩამოდიოდა ( შეგახსენებთ , ისტორიკოსი ამ დასკვნაში თავისი  ,,ბაბუშკა ასინეთის’’ მონაყოლს ეყრდნობოდა.)  ასეთია მეცნიერება აფხაზურად. 
 
წინა სტატიამარიამობა მზიანი იქნება
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ შტაბიდან დამირეკეს…ეს არის დისკრედიტაცია“- ზუგდიდის 67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური