მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი პასუხისმგებლობას გაურბის - ასე აფასებენ არასამთავრობოები გუშინდელ შეხვედრას გიორგი...

პრეზიდენტი პასუხისმგებლობას გაურბის – ასე აფასებენ არასამთავრობოები გუშინდელ შეხვედრას გიორგი მარგველაშვილთან

Published on

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეთიშნენ. გადაწყვეტილება მესამე სექტორის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
 
როგორც უფლებადამცველები განმარტავენ, მიზეზი არის ის ფორმატი, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა,  მათ კანდიდატის შესარჩევად შესთავაზა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო სექტორსა და პროფესიულ წრეებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევაში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ იგი არასამთავრობოების მიერ შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
 
არასამთავრობოები  მიიჩნევენ, რომ ფორმატი, რაც მათ პრეზიდენტმა შესთავაზა, დროში გაწელილია. ამასთან, როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აცხადებს,  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კონკრეტული კანდიდატურის დასახელება პრეზიდენტის საქმეა და,  პრეზიდენტის სურვილის მიუხედავად, სამოქალაქო სექტორი ამას თავის თავზე არ აიღებს,  გიგაურის თქმით, ისინი მხოლოდ პროცესის მონიტორინგს ახორციელებენ.
 
"ვთქვით ის პოზიცია, რაც გვქონდა, რომ ჩვენ ვაწარმოებთ პროცესის მონიტორინგს, შესაბამისად, ჩვენ ვერ დავასახელებთ კონკრეტულ კანდიდატურას. ასევე, იმიტომაც რომ ეს არის კონკრეტულად პრეზიდენტის პასუხისმგებლობა, მან უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ ადამიანზე, რომელიც წარდგენილი იქნება პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ, რომელიც ამ პროცესშია ჩართული, გაითვალისწინოს ის, რომ ეს არის უნიკალური შანსი, შეირჩეს ისეთი ადამიანი სასამართლოში, რომელიც მოაგვარებს იმ პრობლემებს, რაც არის ამ სისტემაში. ვფიქრობ, ისე ვითარდება მოვლენები და ისე ჩანს, რომ მხარეებს ეს გაზიარებული არ აქვთ. თუ შესაბამისი კანდიდატურის შერჩევა ვერ მოხდება, ჩვენ დავკარგავთ დიდ შანსს, რომ მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც გვაქვს სასამართლოში" – აცხადებს იგი. 
 
მანამდე კოსულტაციებში ჩართვის მზაობა იყო მმართველ გუნდში, თუმცა, 14 აგვისტოს გადაწყვეტილება შეცვალეს.
 
თეა წულუკიანმა თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა შეაფასოს, რა იყო ნინო გვენეტაძის დანიშვნაში კარგი, ან რა იყო ნაკლოვანი. სხვა შემთხვევაში მინისტრს პრეზიდენტის საუბარი – რა უნდა იყოს მომავალში, ზედაპირული ეჩვენება.
 
იუსტიციის მინისტრის საპასუხოდ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა თქვა, რომ ადმინისტრაცია წულუკიანს პოლემიკაში არ აჰყვება.
 
პრეზიდენტის სასახლეში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები 6 აგვისტოს დაიწყო. 
 
უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ 2 აგვისტოს განაცხადა და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
 
 

სიახლეები

მტკვარში გადავარდნილი მანქანის ძებნისას მაშველებმა 45 დღის წინ დაკარგული სტუდენტის ცხედარი იპოვეს

მტკვარში გუშინ გადავარდნილი მანქანისა და სალონში მყოფი ორი პირის ძებნის დროს მაშველებმა მდინარეში უცნობი...

მტკვარში მანქანით გადავარდნილ ორ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

“თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში...

შეჯახების შედეგად დაზიანებული მოზარდებიდან ერთი ხელოვნურ კომაშია, მეორეს თავზე ოპერაციას უტარებენ

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სამი მოზარდიდან ერთ-ერთის მდგომარეობა, რომელმაც თავის...

“არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ” – ნიკა გვარამია

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ წულუკიანის კომისიაე არგამოცხადების...