მთავარისიახლეებისაზოგადოებამართლმადიდებელი სამყარო ფერისცვალებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო ფერისცვალებას აღნიშნავს

Published on

ჯოვანი ბელინი, ფერისცვალება იესო თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად, თან თავისი მოწაფეები – პეტრე, იაკობი და იოანეც წაიყვანა. მაცხოვარი განმარტოვდა და ლოცვა დაიწყო. ლოცვისას მაცხოვარმა სახის ფერი იცვალა. სამოსი მისი გახდა სპეტაკი და ელვარე. მოწაფეებმა იხილეს ფერისცვალება უფლისა და მასთან მდგომი ორი კაცი. ესენი იყვნენ მოსე და ელია (ილია) წინასწარმეტყველნი, რომელნიც მომავალი ჯვარცმის შესახებ ესაუბრებოდნენ მაცხოვარს. მოულოდნელად ღრუბელმა დაბურა ყველანი. შეშინებულ მოწაფეებს ღრუბლიდან ხმა ჩამოესმათ: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ“. შეშინებული მოწაფეები პირქვე დაეცნენ მიწაზე და როცა შიში დაძლიეს, მიმოიხედეს არავინ იყო მათ გვერდით იესოს გარდა. წმიდა მამათა განმარტებით, უფალი ყოველთვის მზეზე უბრწყინვალესია და მოციქულებს იმდენად გაუხსნა სულიერი თვალი, რომ თავისი დიდების მხოლოდ პაწაწინა ნაწილი აჩვენა, რაც მათ ქრისტეს ფერისცვალებად მიიღეს.

სიახლეები

სინოდმა უნდა გადაწყვიტოს, საპატრიარქო ასაკი იქნება 70 თუ 72 წელი – მეუფე ვახტანგი

ცურტაველი ეპისკოპოსი მეუფე ვახტანგი აცხადებს, რომ სინოდმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. აცხადებს, წმინდა სინოდმა...

ახალდაქორწინებული ბიჭი, რომელსაც მარნეულში ყელი გამოჭრეს, გარდაიცვალა

მარნეულის ცენტრში მომხდარი კონფლიქტის დროს მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.  როგორც ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი წერს,...

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...