მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზების დამსხვრეული ოცნებები... გამარჯვებულის პოზის მიღმა

აფხაზების დამსხვრეული ოცნებები… გამარჯვებულის პოზის მიღმა

Published on

აფხაზეთის ომის ცხელი სტადია  26 წლის წინ დაიწყო და დახვრეტილი ქართველების ცხედრებზე მეომრული ცეკვით დასრულდა . ახლა იქ აღარც ცხედრებია, არც ცოცხალი ქართველების ჭაჭანება, მაგრამ არის ნგრევა და ქაოსი , რომელიც სრულიად არ გავს იმას, რაზეც და რისთვისაც იბრძოდნენ  სეპარატისტები.
ეს ისეთი რამ არის, რაშიცძნელია თვასაც კი გამოუტყდე და ოფიციალურწყაროებში ისევ ისმის გამარჯვებულის ყიჟინა და მტერზე გამარჯვების პათოსი, თუმცა სოციალური ქსელი მაინც სხვა არის და სწორედ იქ ჟონავს მწარე სიმართლე და ნამდვილი შეგრძნებები რომელსაც მოუწყობელი ცხოვრება, იმედგაცრუება, რუსული სამხედრო ძალის ცინიკური დამოკიდებულება და კრემლის  უნიდაგაგო და განუხორციელებელი დაპირებები არძრავს. არ არის სიმშვიდე ქართველებისგან ,,განთავისუფლებული'' აფხაზების გულში: 
 
"გავიგეთ, რომ ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოების მთავარი გარანტი რუსეთია, მაგრამ თუ თავად რუსეთი ჩაგვყლაპავს, რა მნიშვნელობა აქვს ვინ შეგვჭამს?"
 
„ხომ მივხვდით, რომ მხოლოდ ტურიზმით ეკონომიკას არაფერი ეშველება? კანონი არ გვაქვს, კონსტიტუცია არ გვაქვს, ამ 25 წლის განმავლობაში ერთი დემოკრატიული არჩევნები ვერ ჩავატარეთ. საზღვრებზე რუსი სამხედროები დგანან, ბიზნესი მათია, კანონი მათია, ყველაფერი რუსების არის და ვინ ვართ აფხაზები აფხაზეთში?!“ 
 
„რუსი სამხედროები აფხაზებს მუდმივად "მათხოვრებს" და "საცოდავებს" ეძახდნენ როდემდე უნდა ვიტყუოთ თავი, რომ ეს ოკუპაცია არ არის და რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ განვითარებაზე ზრუნავს”. „ჭაობში ვცხოვრობთ და სულ მალე უარეს ჭაობში მოგვიწევს ცხოვრება, სადაც საკუთარი არაფერი გვექნება” „აფხაზურად უკვე ისედაც არავინ ლაპარაკობს, ეთაკილებათ, არმია რუსეთს შეურთდა, შსს არ გვყავს, ფაქტობრივად, კრიმინალი განაგებს ყველაფერს, ეკონომიკა არც არასდროს გაგვაჩნდა და ამ ზღვას, თუ რუსები არ ჩამოვიდნენ, მაინც არავინ ეკარება. ესეც შენი დამოუკიდებელი სახელმწიფო“.
 
„ჩვენი ხელმძღვანელობა მუდმივად ლაპარაკობს საქართველოდან მომავალ საფრთხეზე და ამით ყველაფრის განეიტრალება უნდათ, მათ კომპლექსი აქვთ, იმის გამო, რომ აფხაზები ნებისმიერი სამედიცინო დახმარების მისაღებად საქართველოში გარბიან და ამის გამოსაზღვრის გამკაცრება უნდათ, მაგრამ არავინ კითხულობს, რა ქნას ხალხმა გამოუვალ სიტუაციაში, სად წაიყვანოს ავადმყოფი შვილი, დედა, ძმა ან ოჯახის სხვა წევრი. ჩვენი ოჯახის წევრებს ქართველიექიმები მკურნალობენ უფასოდ. თქვენ კი აპირებთ საზღვრის კონტროლის გამკაცრებას და რა ვქნათ, აქ დავიხოცოთ?!“
 
 
არადა, გამოსავალი არის. საქმე ისაა, როდის მოიკრებენ აფხაზები სულიერ ძალას საგნებს ხმამაღლა დაარქვან სახელი და როდის დადგება ფეხზე საქართველო, რომ დაიცვას თავისი ხალხი აფხაზების ჩათვლით. 
 
 
 

სიახლეები

TI- „ჯგუფური ძალადობის“ საქმეებზე 19 პირის მიმართ, ჯგუფური ძალადობის ბრალის დამტკიცება ივანიშვილის პროკურატურამ ვერ შეძლო

გამრუდებული მართლმსაჯულება სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების საქმეებში: ე.წ. ჯგუფური ძალადობის საქმეები - ამ სათაურით აქვეყნებს...

საიამ “გავრილოვის ღამის” საქმეზე დავა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ გავრილოვის ღამეს 26...

სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს თანამდებობა შეუცვალეს, გაათავისუფლეს მისი მოადგილე

გიგა ზესაშვილი სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აღარ არის. გავრცელებული ინფორმაციით ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის...

ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავი მოსკოვში ვერ დაეშვა – მიზეზი უკრაინული დრონებია

ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ...