მთავარისიახლეებიპოლიტიკა„საკუთრების აღიარება მოხდა საჯარო რეესტრის მიერ და მშენებლობის უფლებაც კონკრეტულად დემნა სორდიაზე...

„საკუთრების აღიარება მოხდა საჯარო რეესტრის მიერ და მშენებლობის უფლებაც კონკრეტულად დემნა სორდიაზე არ გაცემულა“- ზუგდიდის მერიაში ენმ-ს პასუხობენ [Video]

Published on

ბაზრის სადაო ტერიტორიასთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტებას აკეთებენ. ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსის თენგიზ ქობალიას თქმით, საკუთრების აღიარება 2016 წელს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოხდა.“ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის პოზიცია გამორიცხულია, რადგან რეესტრს წარედგინა მართლზომიერი დოკუმენტაცია. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, ექსკლუზიურად მხოლოდ ერთ პიროვნებაზე, დემნა სორდიაზე არ გაცემულა, რადგან მუნიციპალიტეტის მერიას  მომართა დაახლოებით 25-მა მესაკუთრემ, რომლებმაც მოითხოვეს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენების უფლების მოპოვება, მუნიციპალიტეტმა  თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილა აღნიშნული  განცხადება და 25-ვე მესაკუთრეს მისცა მშენებლობის ნებართვა.“ -განაცხადა ქობალიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ „იმ შემთხვევაში თუ ბაზრის ადმინისტრაციის მიერ მოხდება ფასადის რეგისტრაცია, მუნიციპალიტეტი მზად არის მოხსნას ის ზედდება, რომელიც განპირობებულია მუნიციპალიტეტის მიერ დარეგისტრირებულ ტროტუარებზე.“- აცხადებენ უწყებაში
 
 

 

სიახლეები

“ოცნება” სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუქმებს და პროკურატურას უერთებს

"ოცნება" სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუქმებს და პროკურატურას უერთებს - ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს. საკითხი შესაძლოა...

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა 2016 წელს, 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორია...

“ხუთშაბათს მაქვს პროცესი; 99% ალბათ, დამიჭერენ“ -ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, ხუთშაბათს, 22 მაისს დაგეგმილ პროცესზე შესაძლოა,...

სენაკის მერმა თავისი ბიძისა და ბიძაშვილის კომპანიებს 38 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები მოაგებინა – TI

სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანიამ - სს "არქეოპოლისმა" ვახტანგ გადელიას მერად...