პრეზიდენტი სააკაშვილი ამხელს ივანიშვილს და იმ ჯგუფს, რომელიც მოასკუპდა საქართველოს ხელისუფლებას

0
551
პუტინისთვის პრობლემა იყო ის, რომ ჩვენი რეფორმებით აღტაცებულები იყვნენ უკრაინელები, შუა აზიის, კავკასიის ხალხები და მათ შორის ძალიან ბევრი რუსეთშიც, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით „ფეისბუქში“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. 
მისი თქმით, რუსეთის მთავარი ამოცანა აგვისტოს ომის დროსაც და ახლაც არის ქართული სახელმწიფოს წარმატების მოკვლა, რაც, მისი შეფასებით, ნაწილობრივ ივანიშვილთან და იმ „ჯგუფთან ერთად შეასრულეს, რომელიც მოასკუპდა საქართველოს ხელისუფლებას“.
 
„მთავარი რუსეთისთვის მთავრობის დამხობა კი არ იყო ან თუნდაც დეკლარაცია, რომ ჩვენ შევიცვალეთ საგარეო კურსი, ეს ორივე იყო შეტევა ქართულ სახელმწიფობრიობასა და წარმატებულ ქართულ რეფორმებზე. რუსეთისთვის პრობლემა თავისთავად არის ქართული სახელმწიფოს არსებობა, პუტინისთვის პრობლემა იყო, რომ ჩვენი რეფორმებით აღტაცებულები იყვნენ უკრაინელები, შუა აზიის ხალხები, კავკასიის ხალხები და მათ შორის რუსეთში ძალიან ბევრი – აი, ამ რეფორმების შეჩერება, წარმატების მოკვლა მაშინაც იყო და ახლაც არის მთავარი ამოცანა და ნაწილობრივ, მათ ეს შეასრულეს ივანიშვილთან და იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც ახლა მოასკუპდა საქართველოს ხელისუფლებას და პრაქტიკულად, მიწასთან ასწორებს ჩვენს მიერ შექმნილ წარმატებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს იყო ამოცანა და არა უბრალოდ ის, რომ მათ აღიზიანებდათ სააკაშვილი ან რომელიმე სხვა წევრი ჩემი მთავრობის ან უბრალოდ უნდოდათ, რომ ჩვენ ნატოზე საჯაროდ გვეთქვა უარი, მათ უნდოდათ ბევრად უფრო სხვა რამ, ქართული სახელმწიფოს იდეის გაქრობა, მათი აზრით, ამ რეგიონში მათთვის სახელმწიფოებრიობის შექმნა არის რუსეთის იმპერიისთვის საფრთხე და ჩვენ ჩვენი წარმატებით სწორედ ეს შევქმენით“ , -განაცხადა სააკაშვილმა.  – რუსეთი ავრცელებს რამდენიმე პროპაგანდისტულ მითს, რომელსაც იმეორებენ ივანიშვილი და რუსეთის სხვა აგენტები საქართველოში, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი, კერძოდ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, როგორ შეიძლებოდა, ჩვენ დაგვეწყო ომი ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ? –
 
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რუსეთის ქმედება არა სამხედრო პროვოკაცია, არამედ უცხო ქვეყნის ძალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრა იყო. 
 
„აჭარის დაბრუნების პარალელურად ჩვენ დავიწყეთ ძალიან წარმატებული რეფორმები, რომელმაც მიიქცია ყურადღება მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთის შიგნით, მაგრამ რუსეთი ამას არ შეეგუა, მათ გაგვითიშეს დენი და გაზი, საქართველო გაყინეს და მოაქციეს წყვდიადში, მათ ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე ემბარგო გამოგვიცხადეს, გორში განახორციელეს ტერაქტი და მთელი რიგი პროვოკაციები, რის შემდეგაც ჩვენ მოვახერხეთ და „გრუს“ მთელი აგენტურა დავაპატიმრეთ და ამის შემდეგ რუსეთმა მასობრივად გამოყარა საქართველოს მოქალაქეები რუსეთიდან. ასევე მინდა, შეგახსენოთ, რომ 2008 წლის დასაწყისში მათ განახორციელეს გამოსვლა დსთ-ს სანქციებიდან აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართ, პირდაპირი კავშირები დაამყარეს არაღიარებული ჩვენი ტერიტორიების ე.წ ხელმძღვანელობასთან და მათ დაიწყეს ომი და მუქარა, ხოლო 2008 წლის მაისში შეიყვანეს აფხაზეთში სარკინიგზო ძალები, სადესანტო შენაერთები, ჩამოაგდეს ჩვენი უპილოტო საფრენი აპარატი, მანამდე წითელუბანი დაგვიბომბეს, ხოლო 2008 წლის ზაფხულში დაიწყეს მასობრივად ძალების გადასროლა ცხინვალის რეგიონში, 2008 წლის აგვისტოს დასაწყისიდან მათ განახორციელეს ტერორისტული აქტები ცხინვალის ტერიტორიაზე, ჩართეს ქართულენოვანი ე.წ სამხედრო ტელევიზია, რომელიც პროპაგანდას აწარმოებდა, ჩამოიყვანეს ბევრი სამხედრო ჟურნალისტი, 3 აგვისტოს ჩამოვიდა პირველი მსხვილი სამხედრო შენაერთი, „გრუს“ სპეცრაზმი გადმოისროლეს, 7 აგვისტოს დილით, 03:00 სათზე ჩვენ გვქონდა მათი კომუნიკაციების სამხედრო გადაჭრა, რომ შენაერთი, რომელსაც ხელმძღვანელობდა პოლკოვნიკი კაზაჩენკო შემოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე, ეს იყო ომის პრელუდია, მათ დაიწყეს სამხედრო შემოჭრა ჩვენს ტერიტორიაზე. 
 
რუსეთი ავრცელებს რამდენიმე პროპაგანდისტულ მითს, რომელსაც იმეორებენ ივანიშვილი და რუსეთის სხვა აგენტები საქართელოში, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი, კერძოდ, რომ საქართველომ დაიწყო ომი. როგორ შეიძლებოდა ჩვენ დაგვეწყო ომი ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ? მეგობრებო, ეს არ იყო სამხედრო პროვოკაცია, ეს იყო ფართომასშტაბიანი სამხედრო შემოჭრა ჩვენს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ძალების, 100 000-ზე მეტი არმია იყო ჩვენს საზღვარზე კონცენტრირებული, 200 თვითმფრინავი იყო მობილიზებული მეორე მხარეს და რუსეთის შენაერთები ჩვენს ტერიტორიაზე შემოვიდნენ.
 
განსვენებულმა ბაღაფშმა 7 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა – „მე ვნერვიულობ, მაგრამ გადავრეკე და მითხრეს, რომ რუსული ტანკები გადმოვიდნენ როკის გვირაბზე. უკვე არიან რუსული შენაერთები სამხრეთ ოსეთის ტერიტორაზე და ჩვენ შეგვიძლია, არ ვინერვიულოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.
 
წინა სტატიაეს ომი არ დაწყებულა 2008 წელს, ეს ომი დაიწყო 1989 წლის 9 აპრილს- მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატია10 წელი აგვისტოს ომიდან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური