მთავარისიახლეებიპოლიტიკამე ვახორციელებდი საზოგადოებრივ კონტროლს და არა არაფორმალურ მმართველობას- ბიძინა ივანიშვილი

მე ვახორციელებდი საზოგადოებრივ კონტროლს და არა არაფორმალურ მმართველობას- ბიძინა ივანიშვილი

Published on

ახალი წლისთვის გუნდში გაცხადებული მქონდა, რომ პარტიის ყრილობაზე მე დავბრუნდებოდი. არავის ჰქონდა რესურსი, წინააღმდეგობა გაეწია, თუმცა ძალიან ბევრი დაუდგებოდა წინ, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
 
„გარედან ვეღარ მოვახერხებდი. ის რომ მეთქვა, რაც უმრავლესობასთან შეხვედრაზე კვირიკაშვილს ვუთხარი, რომ ჩემი პოზიციაა, უნდა გადადგე და გამოვალ და გარეთაც ამას ვიტყვი, ეს რომ მეთქვა მანამდე, სანამ თავმჯდომარედ გავფორმდებოდი, ალბათ, სიცილით მოკვდებოდა კვირიკაშვილი და იმის მერე ყურმილს არ აიღებდა. მე დამჭირდა შემობრუნება და რა თქმა უნდა, პარტიის მართვაში ვმონაწილეობ დღეს“, – განაცხადა ივანიშვილმა.
 
მისივე მტკიცებით, პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებამდე ის საზოგადოებრივ კონტროლს ახორციელებდა და არა არაფორმალურ მმართველობას. „მე არაფორმალურად არ ვმართავდი არც მთავრობას და მით უმეტეს, ხელისუფლებას, ამის კარგი მაგალითი თუ ნებავს ოპოზიციას, აგერ არის კვირიკაშვილი, არ არის ჩემი მეგობარი და კითხონ, რამდენად ვმართავდი და ვერეოდი მის ფუნქციებში. მცდელობაც კი არ მქონია. ძირითადი მცდელობა მქონდა სწორედ ეკონომიკის იმ ნაწილში, რომ ბანკებმა გადაჭამეს ქვეყანა და რეგულაციები უნდა შემოეღოთ, რასაც ვერაფრით მივაღწიე. სხვა საკითხებში არავითარი დაჟინებული მოთხოვნა მე მასთან არ მქონია და არავითარი ხშირი ზარები. თვითონ თუ გამიკეთებდა რაღაც ფორმალურ ზარებს და შემეკითხებოდა, შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი. რასაც მაბრალებენ და არაფორმალურ მმართველობას ეძახიან, მათ ერევათ საზოგადოებრივ კონტროლში; ერევათ იმაში, რაც ხშირად მითქვამს, რომ მე მაქვს საზოგადოების გარკვეული ნდობა და ამ ნდობით შემიძლია ვისარგებლო ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერი ხელისუფალი გავაკრიტიკო. საზოგადოების ფუნქციას ვაძლიერებ, შეძლება ვთქვათ. ანგარიშს მიწევენ, რა თქმა უნდა, რამეთუ იციან, მე შევხედავ და კარგად ვაანალიზებ რაც ხდება და როგორ ხდება და ყურადღებით ვადევნებ თვალს. მშვენივრად იცოდნენ ჩემი გუნდის წევრებმა, რომ მე გაფაციცებით ვადევნებდი თვალს, რა ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა პროცესი. ძალიან კარგად იცოდნენ, ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ ხელი წასცდენოდა, მე პასუხს მოვითხოვდი. მოვითხოვდი როგორ? – მე არ მყავს ჩემი ჯარი და პოლიცია, გამოვიდოდი და ვიტყოდი საზოგადოებაში. აქაც ამან იმუშავა – მე ვუთხარი კვირიკაშვილს, რომ გავდივარ და საზოგადოებს ვეუბნები, რომ არავითარ რჩევებს არ გაძლევ და ეს მინდა რომ გავაფორმო და არც შეკითხვებზე დამირეკო და არც არაფერზეთქო. ამან შეაშფოთა სწორედ, გუნდი დამეშლებაო მთლიანად. გუნდის დაშლაზე მეტად იმას განიცდიდა, რომ საზოგადოებაში შეიძლებოდა გარკვეული რესურსი დაეკარგა. მე მხვდებოდა მთელი გუნდი. ძირითადი ნაწილი გუნდის ძალიან კარგი ადამიანებით არის დაკომპლექტებული. შიშის ფორმით არ მართავდნენ ისინი, მართავდნენ იმიტომ, რომ ისეთივე ღირებულებებით სარგებლობენ, მაგრამ ვისაც ჰქონდა სურვილი და ექნება მომავალშიც, მათ იცოდნენ, რომ მე მაქვს მონიტორინგი. მე არ მგონია, რომ ეს არის არაფორმალური მმართველობა“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ახლა დაბრუნდა პარტიის მართვაში.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...