მთავარისიახლეებიპოლიტიკა„გრიგოლ ვაშაძეს ზუსტად ის თვისებებჹი აქვს, რის გამოც მე ვეწინააღმდეგებოდი ნაციონალურ მოძრაობას,,-...

„გრიგოლ ვაშაძეს ზუსტად ის თვისებებჹი აქვს, რის გამოც მე ვეწინააღმდეგებოდი ნაციონალურ მოძრაობას,,- თაკო ჩარკვიანი

Published on

დღეს არ არის პარტიული არჩევნები, დღეს არის საპრეზიდენტო არჩევნები და მე ვაძლევ ხმას უბრწყინვალეს პიროვნებას, უმაღლესი რანგის დიპლომატს, გრიგოლ ვაშაძეს,“ – ეს განცხადება პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის დროს გააკეთა. ოპოზიციურმა გაერთიანებამ ძალა ერთობაშია საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციურმა გაერთიანებამ ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან, წარადგინა. პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებამდე აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის დასავლური კურსი მნიშვნელოვანია და ამ კურსს დაიცავს გრიგოლ ვაშაძე. მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძე გაწონასწორებული პიროვნებაა. „გრიგოლ ვაშაძეს ზუსტად ის თვისებები აქვს, რის გამოც მე ვეწინააღმდეგებოდი ნაციონალურ მოძრაობას და ვღელავდი. არაფერი საღელვებელი აღარ არის. ეს ინსტიტუცია როგორმე უნდა მოხდეს ოპოზიციონერის ხელში და ისეთი სტაბილური პიროვნების ხელში, ისეთი კეთილშობილი ადამიანის ხელში, რომლის ოჯახშიც კიაფობს საოცარი ბრილიანტი, რომელმაც დიდი შრომის ფასი იცის,“ – განაცხადა ჩარკვიანმა. თაკო ჩარკვიანის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ პრეზიდენტის სასახლე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა დაიკავოს. „ეს ინსტიტუცია როგორმე უნდა ჩაიგდოს ხელში ოპოზიციურმა ძალამ. ეს ერთი ინსტიტუცია, რომელიც ზოგიერთი გვეუბნება, რომ ამას დიდი ძალა არა აქვს, დიდი ძალა აქვს ნამდვილად. სულ ცოტა, ის ძალა აქვს, რომ ის ტემპი და მუშაობა, რომელიც შეწყვეტილია დასავლეთის კურსის მიმართულებით, აღარ არსებობს, რადარებიდან არის გასული, ჩემთვის ეს არის უპირველესი. გასულია, არაფერში აღარ წერია, არცერთი ინსტიტუცია აღარ მუშაობს. არავითარი უნიათობა აქ არ არის, ეს არის შეგნებული სტაგნაცია იმიტომ, რომ შენ თუ არ გინდა სადღაც შესვლა, არავინ არ შეგეხვეწება, ამისთვის რაღაც მუშაობაა ჩასატარებელი,“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა

სიახლეები

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...

დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული-კობახიძე

რეალურად, ეს ყველაფერი უცხოური სპეცსამსახურების მიერაა დაფინანსებული, როგორც ეს მოხდა იგივე მაიდნის შემთხვევაში....

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...