ხვალ ვლაქერნობაა

Published on

ზუგდიდში 15 ივლისს ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სამდივნო 14 და 15 ივლისს ჩასატარებელი ღონისძიებების განრიგს აქვეყნებს. 
 
14 ივლისი:
15:00 – საღამოს ღმრთისმსახურება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში;
19:00 – ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება დოკუმენტური ფილმის, ,,სიმონიკა დადიანის დაბრუნება“ ჩვენება
00:00 – ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში აღევლინება ღამისთევის ღმრთისმსახურება – საღმრთო ლიტურგია.
 
15 ივლისი:
9:00 – ზუგდიდისა და ცაიშის და გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტი გერასიმე, სამღვდელოებასთან ერთად, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან გამოასვენებს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის პატიოსან სამოსელს, წმიდა მარინეს, წმიდა კვირიკეს, წმიდა გიორგისა და წმიდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილებს, რომელთა თანხლებით სალიტანიო მსვლელობა გაიმართება ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმართულებით, ზუგდიდის ცენტრალური ბულვარისა და თავისუფლების მოედნის გავლით;
10:00 – ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში დაიწყება სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია.
საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, თითოეულ მორწუნეს შესაძლებლობა ექნება მიეახლოს და თაყვანი სცეს სიწმინდეებს, რომელიც წმინდა საკურთხევლიდან გადმობრძანებულ იქნება ტაძრის ცენტრალურ, შუა ნაწილში.
13:00 – ზუგდიდის არტ-გალერეაში, გაიმართება პრეზენტაცია.ზვიად ჭუმბურიძის წიგნისა ,,პატრიარქის მოგზაურობა ათონის წმინდა მთაზე“ 
 

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...