მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი „ხიშბა-სიგუას სიის“ მიღებას აპირებს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი „ხიშბა-სიგუას სიის“ მიღებას აპირებს

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის „ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ“ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე საპასუხოდ დე ფაქტო პარლამენტს „ხიშბა-სიგუას სიის“ მიღება შესთავაზა.
 
 „ხიშბა-სიგუას სიაში“ 26 ადამიანი მოხვდა. მათ შორისსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრები- ბაჩო ახალაია, დავით კეზერაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, თენგიზ კიტოვანი და გია ყარყარაშვილი, სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი ზაზა გოგავა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა, ბრიგადის გენერალი მამუკა ყურაშვილი, „ტყის ძმების“ ლიდერი დავით შენგელია, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი რომან შამათავა და სხვა პირები.
 
ოკუპირებული აფხაზეთის „ომის ვეტერანთა ორგანიზაციის“ მტკიცებით, „ხიშბა-სიგუას სიაში“ მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც „სამხედრო დანაშაულებში, გენოციდსა და ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობდნენ“.
 
რაც შეეხება ხიშბას და სიგუას, აფხაზური მხარის მტკიცებით, ისინი "საქართველოს სპეცსამსახურების დაკვეთით გაიტაცეს და მოკლეს".პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია მიიჩნევს, რომ „ხიშბა–სიგუას სიაში“ ბევრი ადამიანი სამართლიანად მოხვდა. მისი თქმით, ცალსახად გენოციდზე საუბარი რთულია, თუმცა თვლის, რომ ამ მოვლენებში საქართველოს იმდროინდელ მთავრობას და რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა. 
 
ადა მარშანია თვლის, რომ სიასსი სხვა ქართველებიც უნდა ჩაიწეროს:
„როდესაც 2008 წელს ომი მიმდინარეობდა, მაშინ ეს ბატონები იყვნენ საქართველოს მმართველები, ამიტომ დააკავშირეს ომთან და იმ დანაშაულებებთან, რომელშიც ადანაშაულებენ. ცალკე რომ ავიღოთ, მიხეილ სააკაშვილს მეც შევიყვანდი სიაში, ახალაიასაც, კეზერაშვილს და აგერ ბოკერია გვიზის პარლამენტში. ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ გაჩნდა ეს სია და ანალიზი უნდა გავუკეთოთ ამ სიას. სხვათა შორის, ძალიან ბევრი პიროვნება, რომელიც ამ სიაში მოხვდა, აბსოლუტურად სამართლიანად მოხვდა, მათ შორის სააკაშვილი და ახალაია. ბოკერია აკლია იმ სიას. 
რაც შეეხება გენოციდს, ეს  ცალკე მძიმე დანაშაულია, ცხადია, ამას უნდა დამტკიცება“ ახადებს მარშანია 
 
პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, „ხიშბა–სიგუას სიას“ არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს. როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სიის შინაარსი და შემდგომი დამოკიდებულება, როგორ მოხდება მისი დამტკიცება, არის მეორეხარისხოვანი. 
„ის, რა პოზიციასაც დააფიქსირებს საქართველოს ხელისუფლება, ყოველთვის იქნება მხარდაჭერილი საერთაშორისო საზოგადოების მიერ და მას ექნება იურიდიული ძალა.
 
რაც შეეხება აფხაზეთის გარკვეული წარმომადგენლების კონტრრეაქციას, ეს არის ჰაერში გასროლილი სიტყვები, მას არანაირი ძალა არ აქვს. ეს იყო მხოლოდ მათი რეაქცია. მანამ, ვიდრე აფხაზეთი იქნება ოკუპირებული, აფხაზი ხალხის პოზიციები არის, სამწუხაროდ, დაკარგული და მას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს. ამ სიის შინაარსი და მათი შემდგომი დამოკიდებულება, როგორ მოხდება სიის დამტკიცება, მეორეხარისხოვანია. ეს მხოლოდ არის კონტრრეაქცია, რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს“,–განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა

 

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...