მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილსა და დონალდ ტრამპს შორის ბრიუსელში ხანმოკლე შეხვედრა შედგა

გიორგი მარგველაშვილსა და დონალდ ტრამპს შორის ბრიუსელში ხანმოკლე შეხვედრა შედგა

Published on

გიორგი მარგველაშვილსა და დონალდ ტრამპს შორის ბრიუსელში ხანმოკლე შეხვედრა შედგა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს – გიორგი მარგველაშვილსა და დონალდ ტრამპს შორის ბრიუსელში ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება, ტრამპთან ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ აუდიენციაზე, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება აშშ-სთან. ამასთან, როგორც საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რომელიც დაიწყო მიმდინარე წლის მარტში, ვაშინგტონში მისი ვიზიტისას, რაც გულისხმობს ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციას და გამოხატულია საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიციატივაში. გარდა ამისა, გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპთან ისაუბრა იმ შესაძლებლობებზეც, რომლის გახსნაც შეიძლება ამ ურთიერთობების გაძლიერებისათვის. „კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მისიებში და საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა“, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

სიახლეები

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...

აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – სევინჩ სადიგოვა

აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი...

ოცნება ევაჭრება დასავლეთს – ნიკა გვარამია

"ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს...

მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი – ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ზე

"მე მომხრე ვარ არა რამის დამატების, არამედ პირიქით - ეფექტური უნდა გახდეს ის, რაც...