მთავარისიახლეებიპოლიტიკათეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად რჩება - საპარლამენტო უმრავლესობა თვლის, რომ მან დაწყებული...

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად რჩება – საპარლამენტო უმრავლესობა თვლის, რომ მან დაწყებული საქმეები ბოლომდე უნდა მიიყვანოს

Published on

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად რჩება – „კურიერის“ ინფორმაციით, წულუკიანის მინისტრთა კაბინეტში დატოვების საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ის მთავრობის განახლებულ შემადგენლობაშიც იქნება.
 
შვებულებიდან დაბრუნებული იუსტიციის მინისტრი დღეს კამერების წინაშე პირველად გამოჩნდება.
 
მმართველი გუნდის წევრები აღიარებენ, რომ თეა წულუკიანის უწყებას ხარვეზები აქვს, თუმცა, ეს ხელს არ შეუშლის, რომ ის დარჩეს გაერთიანებული უწყებების, სასჯელაღსრულების და იუსტიციის სამინისტროების, ხელმძღვანელად.
 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, თეა წულუკიანმა დაწყებული საქმეები ბოლომდე უნდა მიიყვანოს.
 
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ თეა წულუკიანმა შეძლო ბევრი სიახლის შემოტანა.
„თეა წულუკიანი არის ერთ-ერთი აქტიური მინისტრი, ის არის ჩვენი გუნდის წევრი. თეა წულუკიანმა შეძლო ძალიან ბევრი სიახლის შემოტანა. თუმცა, იყო გარკვეული ხარვეზები, მე ვფიქრობ, რომ გუნდი ამას შეაფასებს, პრემიერი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ვფიქრობ, აქ ზედმეტი ჩარევა გარედან არ იქნება,“ – განაცხადა ხუნდაძემ.
 
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიას თქმით, უწყებაში არსებული ხარვეზები მხოლოდ თეა წულუკიანის ბრალი არ არის.
„ძალიან ბევრი რეფორმა უკავშირდება ამ ადამიანს, ძალიან ბევრი წარმატებული ნაბიჯი და თუ ის მიუღწეველი შედეგები, რომელიც დღეს ყველასთვის ხელშესახებია, რამდენად არის მხოლოდ ამ ქალბატონის მიზეზით, ჩემი აზრით, ეს არ არის ასე ცალსახად გამოკვეთილი, ამიტომ, პრემიერ-მინისტრს დავუტოვოთ ჩვენ ასევე, ამ ნაწილშიც ამ გადაწყვეტილების უფლება,“ – განაცხადა კაკულიამ.
 
რადიკალურად განსხვავებულია ამ საკითხზე ოპოზიციის მოსაზრება.
„იუსტიციის მინისტრი იქნება ის, რომელიც არის უარესი,“ – ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებით გააკეთა.
 
რომან გოცირიძის განცხადებით, მინისტრად დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი მორჩილებაა.
 
„დარწმუნებული იყავით, როდესაც ორი სამინისტრო ერთიანდება, სასჯელაღსრულების და იუსტიციის, იუსტიციის მინისტრი იქნება ის, რომელიც არის უარესი. ჩვენ ამ ექვსწლიანმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ მინისტრად დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი ეს არის პირადი მორჩილება, ეს არის ერთგულება, ეს არის შავი საქმეების შესრულება, ეს არის ბინძური საქმის შესრულება, ყველაფერის გამკეთებელი და ყველაფრის მკადრებელი უნდა იყოს, აი, ვინც ყველაფერს იკადრებს, ის იქნება იუსტიციის მინისტრი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სპეციფიკური სამინისტრო,“ – განაცხადა  მან

 
რაც შეეხება მთავრობის სხვა წევრებს, მათ წარსადგენად პრემიერს დრო კვირის ბოლომდე რჩება.

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...